მიმდინარე წლის 19 მაისს შპს “სასწავლო ცენტრი მერმისის” მოსწავლეების შემეცნებითი ვიზიტი განხორციელდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიოტეტში.
ვიზიტის დროს მოსწავლეებს უმასპინძლა ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა, რომლის დეკანმა, პროფესორ ნანა შონიამ გააცნო უნივერსიტეტის და ფაკულტეტის ისტორია, ფაკულტეტზე ფუნქციონირებადი პროგრამები და
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებს მასტერკლასი ჩაუტარდათ კრიმინალისტიკის და ჟურნალისტიკის ლაბორატორიებში. პირადად მიიღეს მონაწილეობა ვირტუალური დამნაშავის იდენტიფიცირების პროცესში, ფოტორობოტის შექმნასა და სიუჟეტების შექმნის პროცესში.
ასევე, დაათვალიერეს უნივერსიტეტთან არსებული ზოოლოგიის მუზეუმი და აწსუ ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკის ადმინისტრაციამ დეტალურად გააცნო როგორც ადგილზე განთავსებული მატერიალური ფორმის ლიტერატურა, ისე ელექტრონული ბაზები.
მოსწავლეებს შეხვდნენ სტუდენტები, რომლებმაც გაუზიარეს სასწავლო პროცესთან და სტუდენტურ ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.