სულითა და გულით გილოცავთ ახალი, 2014-2015 სასწავლო წლის დაწყებას გისურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს, პროფესიულ წინსვლას და წარმატებულ მერმისს; მოსწავლეებს -მონდომებას, სიბეჯითეს, გამძლეობას, ცოდნის შეძენის დაუოკებელ წყურვილს და გამარჯვებას!
ახალი სასწავლო წელი ახალი სურვილების, იმედების მომტანია თითოეული ჩვენგანისათვის. სკოლის ისტორია უკვე 15 წელს ითვლის. ეს არც ისე ბევრია სკოლისათვის და არც ისე ცოტა თვითდამკვიდრებისათვის. ჩვენ ერთად შევძელით ღირსეული ადგილის დამკვიდრება საგანმანათლებლო სივრცეში. ერთად ვიზეიმეთ ბევრი გამარჯვება და განვიცდით წარუმატებლობასაც.
მინდა, რომ წლევანდელი წელი უკეთესი იყოს გასულზე და ყოველთვის ასე იყოს მერმისში. მინდა,რომ ჩვენი მასწავლებლები იყვნენ ყველაზე საუკეთესო პროფესიონალები, მაღალანაზღაურებადნი, გამორჩეულნი. მინდა,რომ ჩვენი მოსწავლეები იყვნენ ყველაზე წარმატებულები, კონკურენტუნარიანები. დამერწმუნეთ, ჩვენი ყოველდღიური ზრუნვის საგანი არის თითოეული მასწავლებელი და მოსწავლე. სისტემატურად ვზრუნავთ,რომ უკეთესი სასწავლო გარემო დაგხვდეთ ყოველ წელს,უფრო გალამაზებული,უფრო კეთილმოწყობილი.
ჩვენი კურსდამთავრებულები წარმატებულად აგრძელებენ სწავლას და შრომას ჩვენს ქვეყანაში თუ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ჩვენ გვეიმედება მერმისელები. თამამად და ამაყად შეგვიძლია ვთქვათ,რომ მერმისი ღირსეულ საქმეს აკეთებს.
დალოცვილი და წარმატებული მერმისი გქონოდეთ!
მერმისს უყვარხართ და თქვენს გვერდით იქნება ყოველთვის!