logo



საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმა

სამოქმედო   გეგმა

ინფექციური დაავადებისთვის მზადყოფნისა და რეაგირების გეგმის შემუშავება

ინფექციური დაავადებებისთვის მზადყოფნისა და რეაგირების გეგმა (საგანგებო სიტუაციების გეგმა), საჭიროების შემთხვევაში დაგვეხმარება   COVID-19-გან დაცვის ღონისძიებების წარმართვაში.  მნიშვნელოვანია გამოყენებულ იქნეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სახელმძღვანელო მითითებები და განისაზღვროს, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი რეკომენდაციების შესრულება.

პერსონალი არ უნდა გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე იმ შემთხვევაში, თუ:

  • მათ დატოვეს ვირუსის გავრცელების ქვეყნები ბოლო 14 დღის განმავლობაში;
  • ბოლო 14 დღის განმავლობაში მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდნენ კორონავირუსის მატარებელ პირთან/პირებთან (მათ უნდა გაიარონ თვითიზოლაცია/კარანტინი შესაბამისად დადგენილი წესით);
  • აღენიშნებათ რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ხველა,ტემპერატურა, ცემინება, სუთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.);
  • მიეკუთვნებიან COVID-19-ით დაინფიცირებისა და გართულებების მაღალი რისკის მქონეებს: 70 წელს გადაცილებული, აგრეთვე, ქრონიკული დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ბრონქული ასთმა და სასუნთქი ორგანოების სხვა დაავადებები) მქონე პირები.

ინფექციის პრევენციის ძირითადი ღონისძიებების განხორციელებისთვის მზადება

უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჰიგიენის და ინფექციის კონტროლის სათანადო პრაქტიკის განხორციელება, მათ შორის:

  • ხელების ხშირი და გულდასმით დაბანის ხელშეწყობა;
  • ხელის დასაბანი ადგილის გამოყოფა თანამშრომლებისა და მესამე პირებისთვის;
  • ხელის დაბანის შეუძლებლობის შემთხვევაში, გამოყენებულ უნდა იქნას სულ მცირე 70 % ალკოჰოლის შემცველი ხელის გამწმენდი სითხე;
  • თანამშრომელთა წახალისება, დარჩნენ სახლში ავად ყოფნის შემთხვევაში;
  • რესპირატორული ეტიკეტის დაცვის წახალისება, მათ შორის ხველის დაცემინების დროს ცხვირის და პირის დაფარვა;
  • ერთჯერადი ხელსახოცებისა და ნაგვის ყუთების უზრუნველყოფა მომხმარებლებისა და საზოგადოებისთვის.

დაუყოვნებლი უნდა მოხდეს იმ პირთა  იზოლაცია, რომელთაც COVID-19-ის ნიშნები და/ან სიმპტომები გააჩნიათ.

სამუშაო ადგილზე უნდა მოხდეს თანამშრომელთა  სწრაფი  გადაწყობა, სამუშაო გარემოს უწყვეტობის მიზნით.

ავადმყოფობის შემთხვევაში თანამშრომელს მიეცემა შვებულება  კანონმდებლობის შესაბამისად და  მიეწოდება ინფორმაცია იმის შესახებ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დაავადებული თანამშრომლების სახლში დარჩენა და მათთვის წამახალისებელი, პოლიტიკის, შვებულების აღების, როტაციული გრაფიკის ღონისძიებების განხორციელება

შენიშვნა:  ,,დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ‘‘ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N281/ნ ბრძანების შესაბამისად, იმ პირებზე ვინც კორონავირუსის პრევენციის მიზნით კარანტინში იმყოფებიან საავადმყოფო ფურცლის (ბიულეტინის) ტოლფას ცნობას გასცემს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. აღნიშნული დოკუმენტი დამსაქმებლებისთვის ხელფასის გაცემის საფუძველი იქნება და შესაბამისად დასაქმებულ ადამიანებს ლეგიტიმურად ჩაეთვლებათ და სრულად აუნაზღაურდებათ კარანტინისა და თვითიზოლაციისას გაცდენილი სამუშაო დღეები. ცნობის მისაღებად დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@moh.gov.ge .

ადმინისტრაციის   მიზანია საფრთხის სისტემატურად აღმოფხვრა სამუშაო ადგილიდან. უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად  უნდა განხორციელდეს რიგი ღონისძიებები: შენობის შემოსასვლელ კარზე მიეკრას ყველა ის რეკომენდაცია,რომელიც ეხება  ინფექციის უსაფრთხოებას,დადგეს დეზობარიერი, უმპ სრულად იქნას მომარაგებული სადეზიფენქციო საშუალებებით, გამოყენებულ იქნას ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. პერიოდულად,საჭიროების შესაბამისად  ჩაუტარდეს დასაქმებულებს ინსტრუქციები,ტრენინგები  საგანგებო სიტუაციაში მოქმედების შესახებ.

კონტროლის ღონისძიების თითოეულ დონეს ახასიათებს უპირატესობები და ნაკლოვანებები მათი განხორციელების სიმარტივის, ეფექტურობის და  ხარჯების გათვალისწინებით. უმეტეს შემთხვევებში საჭიროა კონტროლის ღონისძიებების კომბინაციის გამოყენება თანამშრომლების COVID-19 ვირუსის ზეგავლენისაგან დასაცავად. რისკის კონტროლის შესაბამისი იერარქიის არჩევისას, არსებული სამუშაო გარემოს სპეციფიკისა და თავისებურებებიდან გამომდინარე დამსაქმებელმა პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს კონტროლის იერარქიის პირველ საფეხურს (საფრთხის აღმოფხვრა), ხოლო დასაბუთებული ტექნოლოგიური მიზეზების გამო, თუ ვერ ხერხდება კონტროლის იერარქიის სრული დაცვა, იხელმძღვანელოს დაღმავალი მიმართულებით უპირატესი საკონტროლო ღონისძიებიდან ბოლო საფეხურამდე. საკონტროლო ღონისძიებები სამუშაო პოლიტიკის ან პროცედურების ცვლილებებს წარმოადგენს, რათა შემცირდეს საფრთხე. COVID-19-თან დაკავშირებით საკონტროლო ღონისძიებების მაგალითები მოიცავს:

  • მოწოდებას დაავადებული თანამშრომლების მიმართ, რომ სახლში დარჩნენ.
  • თანამშრომლებს, კლიენტებსა და მომხმარებლებს შორის კონტაქტის მინიმუმამდე შემცირება დამცავი ბარიერის გამოყენების გზით.
  • ალტერნატიული დღეების ან ცვლებში მუშაობის შემოღებას, რათა შემცირდეს დაწესებულებაში/ობიექტზე ერთდროულად მყოფ თანამშრომელთა საერთო რაოდენობა, რაც მათ საშუალებას მისცემს შეინარჩუნონ დისტანცია ერთმანეთისგან.
  • თანამშრომლებისთვის განახლებული ინფორმაციის მიწოდებას და დატრენინგებას COVID-19-ის რისკების ფაქტორებისა და საკონტროლო ღონისძიებების შესახებ (მაგ. ხველების ეტიკეტი და პირადი დაცვის აღჭურვილობის მოვლა).
  • თანამშრომლების დატრენინგებას ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სწორად გამოყენებასა და შემდგომში მის შენახვა/მოცილებაზე.
  • ტრენინგის მასალები ადვილად აღქმადობას და მსმენელთათვის გასაგებ ენაზე ხელმისაწვდომობას.

მიუხედავად იმისა, რომ მიჩნეულია, რომ საინჟინრო და ადმინისტრაციული კონტროლის ღონისძიებები უფრო ეფექტურია COVID-19-ის მიმართ ზეგავლენის მინიმუმამდე შემცირებისათვის, შესაძლოა ასევე საჭირო იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (იდს), გარკვეული ექსპოზიციის პრევენციის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ იდს-ების სწორად გამოყენებას გარკვეული სახის ექსპოზიციის პრევენცია შეუძლია, მან არ უნდა შეცვალოს პრევენციის სხვა სტრატეგიები. ინდივიდუალური დაცვის საშუალებებია: ხელთათმანები, დამცავი სათვალეები, სახის დამცავი ფარები, სახის ნიღბები, და რესპირატორული დამცავი საშუალებები. აუცილებელია, რომ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ყველა ტიპი:

  • შერჩეულ იქნას თანამშრომლის მიერ შესასრულებელი სამუშაოს შესაბამისად;
  • სათანადოდ იყოს მორგებული სამუშაოს და დასაქმებულს
  • გამოიყენებოდეს დადგენილი წესის შესაბამისად;
  • რეგულარულად ხორციელდებოდეს მისი შემოწმება ვარგისიანობაზე, საჭიროების შემთხვევაში გაეწიოს ტექნიკური მომსახურება და დაზიანების შემთხვევაში უნდა მოხდეს მისი დროული გამოცვლა;

ადმინისტრაცია  ვალდებულია  თანამშრომლები უზრუნველყონ იდს-ებით, რომელიც საჭიროა მათი უსაფრთხოებისათვის სამსახურეობრივი მოვალეობების განხორციელებისას.

COVID – 19 – ით დასაქმებულთა ინფიცირების რისკები შეიძლება იყოს: ძალიან მაღალი, მაღალი, საშუალო, ან დაბალი. რისკის დონე ნაწილობრივ დამოკიდებულია შესასრულებელი სამუშაოს ტიპზე. სამუშაო ადგილზე რისკების პირამიდა გვიჩვენებს ინფიცირების რისკის ოთხ დონეს. მაღალი მაღალი საშუალო დაბალი

საცურაო აუზი მიეკუთვნება  საშუალო რისკის  ინფიცირების  დონეს.

რეკომენდაციები იმ სამუშაო ადგილების მიმართ, რომლებიც კლასიფიცირებულია ინფიცირების საშუალო რისკის მქონედ: ადმინისტრაცია   ვალდებულია  დაამონტაჟოს ფიზიკური ბარიერები, როგორიცაა დაცემინებისაგან დამცავი გამჭვირვალე პლასტმასის შირმა  მოქალაქეთა მისაღებში.

ადმინისტრაციული კონტროლის ღონისძიებები:   ადმინისტრაციამ უნდა შეძლოს სახის ნიღბების შეთავაზება ყველა დაავადებული თანამშრომლისათვის და მომხმარებლისთვის, რათა შეაკავოთ რესპირაციული სეკრეციები იმ დრომდე, სანამ ისინი შეძლებენ სამუშაო ადგილის დატოვებას.

პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე უნდა  უზრუნველვყოთ დახურული სივრცეების/სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია და სამუშაო ადგილების სველი წესით დასუფთავება და დეზინფექცია.

შენობის შესასვლელებში უნდა განთავსდეს  დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით.

თვალსაჩინო ადგილას უნდა განთავსდეს  ხელის ჰიგიენური საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები. გამოყენებული ჰიგიენური საშუალებებისათვი უნდა დაიდგას  დახურული ურნა  და უზრუნველყოფილ იქნას  დროული გატანა შენობიდან, მუნიციპალურ ნარჩენებთან ერთად, შესაბამისი პირის   (დამლაგებლის)  მიერ.

ვიზიტორთა შორის დისტანციის დასაცავად უნდა გამოვიყენოთ სავალდებულო პირობითი ნიშნები (იატაკზე შესაბამისი სტიკერების/ნახაზების სახით).

ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (იდს) შერჩევისას გათვალისწინებულ  იქნას ისეთი საკითხები, როგორიცაა, მათი ფუნქცია, მორგებადობა, გაუსნებოვნების შესაძლებლობა და საბოლოო განთავსება.

ადმინისტრაციამ უნდა შეარჩიოს იდს-ების ისეთი კომბინაცია, რომელიც თანამშრომლებს დაიცავს კონკრეტულად მისი სამუშაო ადგილის გათვალისწინებით. ინფიცირების საშუალო რისკის მქონე თანამშრომლებს, რისკის შეფასების შედეგების შესაბამისად, შესაძლოა დასჭირდეთ ხელთათმანების, კომბინიზონის, სახის ნიღბის ან/და სახის დამცავი ფარის, ან დამცავი სათვალეების კომბინაციის გამოყენება.