logo



18
აპრ
2017

საჩუქარი მაღალი დონის მიკროსკოპი და პრეპარატები

რამდენიმე კვირის წინ სკოლას გერმანიაში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, მიკრობიოლოგი გაგა კოჭლამაზაშვილი სტუმრობდა. საპატიო სტუმარმა დაათვალიერა სკოლა, განსაკუთრებით ბიოლოგიის კაბინეტით დაინტერესდა. ჩვენმა სტანდარტულმა, “შაშკინისდროინდელმა” აღწურვილობამ ეტყობა მთლად ევროპული დონე ვერ აჩვენა და დახმარება შემოგვთავაზა. დღეს, სწორედ ბატონი გაგას საჩუქარი, მაღალი დონის მიკროსკოპი და პრეპარატები მივიღეთ საჩუქრად. მადლობა სასკოლო საზოგადოების სახელით სასიქადულო მამულიშვილს. თქვენ კი, ჩემო მერმისელებო, გილოცავთ ამ საუკეთესო საჩუქარს და წარმატებულ მერმისს გისურვებთ!