logo



30
მაი
2019

სკოლა “მერმისი” 20 წლისაა

2019 წლის 29 მაისი ოქროს ასოებით ჩაიწერა შპს “სასწავლო ცენტრი – მერმისის” ისტორიაში. ამ დღეს ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სკოლის 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო გალაკონცერტი გაიმართა. საიუბილეო ღონისძიებას წინ უძღოდა იუბილისადმი მიძღვნილი კონკურსები,ტურები,ღია გაკვეთილები, სასწავლო-შემოქმედებითი ექსკურსიები, გასვლითი გაკვეთილები. კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება გადაიდო გალაკონცერტამდე და სწორედ ამ დღეს მოხდა მათი დაჯილდოება დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით. ღონისძიების წარმატებით ჩატარებისათვის უამრავმა მოსწავლემ იშრომა თავდადებით. მათგან განსაკუთრებით მინდა გამოვყო პატარა ქორეოგრაფი – მეცხრე კლაასის მოსწავლე ანი აბაშიძე. ანის მიერ დადგმული ცეკვა გალა კონცერტის კულმინაციური მომენტი აღმოჩნდა და მაყურებელთა განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია. მთელი რეპეტიციების დროს ანის თანაკლასელები უდგნენ გვერდით და მათ ერთად მიაღწიეს ამ წარმატებას. მეცხრე კლასის მოსწავლეებმა: ანი აბაშიძემ, თეკლა ჟორჟოლიანმა, მარიამ სოფრომაძემ,ლიზი შველიძემ მოკლე დროში აითვისეს კინო ოპერატორის პროფესია და ყველა გადაღება თუ ❤️❤️❤️❤️❤️❤️სიუჟეტი შექმნეს თავად. უდიდესი მადლობა ამ გოგონებს გაწეული შრომისათვის. გალა კონცერტზე აჟღერებული ყველა ქართული სიმღერა სასკოლო გაკვეთილების დროს, მუსიკისა და ხელოვნების მასწავლებლის, სკოლის “ოქროს გოგოს” , ჩვენი მუსიკალური პროდიუსერის – მიმი ჯავახიშვილის მომზადებული გახლდათ და მოსწავლეები წარმატებით გამოვიდნენ დიდ სცენაზე. უდიდესი მადლობა მიმი ჯავახიშვილს გაწეული შრომისათვის. გალა კონცერტის მიმდინარეობაში, მის წარმატებულ გამოსვლაში უდიდესი წვლილი შეიტანა სკოლის ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლმა “მერმისი” ხელმძღვანელები ქორეოგრაფები ეთერ ჩაკვეტაძე და ლაშა აბაზაძე. დიდი მადლობა ჩვენს ქორეოგრაფებს გაწეული შრომისა და მხარდაჭერისათვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მოწვეულ სტუმრებს, რომლებმაც სამადლობელი სიტყვები და კეთილი სურვილები არ დაიშურეს სკოლა “მერმისისადმი”. ყველა ჩანაფიქრის, მონახაზის,იდეის, სურვილის სცენაზე გადმოტანა გაგვიჭირდებოდა მაღალი კვალიფიკაციის,
პროფესიონალი რეჟისორის დახმარების გარეშე. სწორედ იმ დიდი შრომისათვის,სიხარულისა და ემოციებისათვის , რომელიც მან ჩვენ ერთად გაიზიარა და მოახერხა საუკეთესოდ წარმოეჩინა მაყურებლის წინაშე ყველა ნამუშევარი, მადლობას ვუხდით ბატონ თორნიკე მარჯანიშვილს; მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს გვერდით დგომისათვის,შრომისათვის,კეთილგანწყობისათვის. ჩვენ ყველა ერთად ვქმნით ჩვენი ქვეყნის წარმატებულ მერმისს. ❤️❤️