logo



15
დეკ
2017

უმცროსკლასელთათვის რამდენიმე კონკურსის ორგანიზება

ახალი წლის მოახლოება სემესტრის დასრულების მოახლოებასაც გვამცნობს. ტრადიციული, ე.წ. სადირექციო წერების გარდა, სკოლაში უმცროსკლასელთათვის რამდენიმე კონკურსის ორგანიზებაც მოხდა. უკვე ჩატარდა ხატვის კონკურსი საახალწლო თემატიკაზე.(ამ წუთებში გრძელდება კონკურსი ძერწვაში). მოსწავლეებმა 45 წუთის განმავლობაში შექმნეს ნახატები თავიანთი შესაძლებლობების შესაბამისად. კონკურსის მეთვალყურედ მე-8 კლასელი მოსწავლე შეირჩა. ნახატები სახელდახელოდ გამოიფინა საგამოფენო სივრცეში. ჩავატარეთ ფარული კენჭისყრა გამარჯვებულის გამოსავლენად. გამარჯვებული მოსწავლეების ვინაობა უკვე ცნობილია, მაგრამ ჯერ ვასაიდუმლებთ და საახალწლო ღონისძიებაზე მოხდება მათი დაჯილდოვება.