ბაგრატ III ბაგრატიონი (დ. დაახლ. 961[კ 1] — გ. 7 მაისი, 1014) — გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს პირველი მეფე 975-1014, ბაგრატიონი, გურგენ მეფეთა მეფისა და გურანდუხტ დედოფლის შვილი, ტაოს მეფეთა მეფის დავით III კურაპალატის შვილობილი და აღზრდილი. ბაგრატის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა დაემთხვა ქართული სამეფო-სამთავროების გაერთიანებისათვის ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპს. 2016 წლის 22 დეკემბერს ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა(მადლობა მოწოდებული მასალისთვის და გაწეული შრომისთვის ლუკა კოპალიანს)