logo



გახდი წარმატებული მერმისთან ერთად !!!

ხარისხის მართვის სამსახურის დებულება

   ვამტკიცებ                                                                                                                                                                                                                                                                                                            შეთანხმებულია

                                                           პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე

                                      ———————–

 

 

დირექტორი                     ლ.აბაშიძე                                                                                                  პედსაბჭოს  თავ-რე              ლ.აბაშიძე

 

 

 

ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახურის

დებულება

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

შპს სასწავლო ცენტრი – მერმისის  (შემდგომში – სკოლა) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის სკოლის დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სკოლის  წესდებით,შინაგანაწესით,  წინამდებარე დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

 

მუხლი 2. სამსახურის მიზანი

სამსახურის მიზანია სკოლაში სასწავლო მუშაობის,  პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასება, შეფასების საფუძველზე ვითარების გაუმჯობესების ან დამაკმაყოფილებელი ვითარების შემთხვევაში, მისი შენარჩუნებისა და შემდგომი გაუმჯობესებისთვის საჭირო წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება.

 

მუხლი 3. სამსახურის ძირითადი ამოცანები

  1. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) სკოლის სასწავლო მუშაობის შეფასება და შესაბამისი წინადადებების შემუშავება საქმიანობის ხარისხის ამაღლების მიზნით;

ბ) სწავლის, სწავლების, კვლევისა და შეფასების მრავალფეროვანი და თანამედროვე მეთოდების დანერგვის ხელშეწყობა;

გ) სკოლის  ავტორიზაციის პროცესების ხელშეწყობა, სისტემატური თვითშეფასების განხორციელება;

დ) ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმის ჩამოყალიბების, მისი სრულყოფისა და განვითარების უზრუნველყოფა;

ზ) საერთაშორისო თანამშრომლობისა და საერთო ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში სკოლის  ინტეგრაციის გზების ძიება

მუხლი 4. სამსახურის  ფუნქციები

ა) ზოგადსაგანმანათლებლო  პროგრამების შესაბამისობის დადგენა  სტანდარტების      მოთხოვნებთან სკოლის ყველა მასწავლებელთან თანამშრომლობით.

ბ) სკოლის   რესურსების, მატერიალურ–ტექნიკური ბაზისა და დამხმარე რესურსების შესაბამისობის დადგენა ავტორიზაციისა სტანდარტებთან;

გ) თვითშეფასების პროცესების განხორციელებაში მონაწილეობა მასწავლებლებთან თანამშრომლობით;

დ) სასკოლო საგანმანათლებლო პროცესების უწყვეტი გაუმჯობესების მიზნით მათი პერიოდული შეფასებისა და რევიზიის ორგანიზება მშობლებთან და მასწავლებლებთან თანამშრომლობით;

ე) სასკოლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით  სოციალური კვლევის ჩატარება. მოსწავლეებისა და აკადემიური პერსონალის გამოკითხვის ორგანიზება, შესაბამისი კითხვარებისა და აუცილებელი დოკუმენტების შემუშავება, გამოკითხვის შედეგების ანალიზი და შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

ვ) თანამშრომლობა სხვა დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის უზრუნველყოფის მეთოდოლოგიისა და კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და ინდიკატორების  ჩამოსაყალიბებლად;

 

მუხლი 5.ხარისხის სამსახურის მოვალეობაა:

ა)  საგნის/საგნების სწავლების კოორდინირება;

ბ)მასწავლებლებს შორის გამოცდილების გაზიარება, წარმატებების წინაპირობათა განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;

გ) საგაკვეთილო პროცესისთვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სასკოლო ბიბლიოთეკისთვის საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა და დირექციისათვის წარდგენა;

დ) მომიჯნავე საგნების მასწავლებელთა კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობა  (მაგ., ისტორიასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში საერთო თემატიკის შეთანხმება, ექსკურსიებისთვის საერთო დავალებების მოფიქრება და სხვ.);

ე) ზრუნვა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისთვის;

ვ) რეკომენდაციების შემუშავება სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით;

ზ)შემაჯამებელი დავალებების ამსახველი დოკუმენტაციის შემოწმება, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევებისა და გაცდენების ანალიზი;

თ) სკოლის დირექტორისთვის მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრის წარდგენა.

ი) შეხვედრების ორგანიზება (დღის წესრიგის მომზადება, ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოება-შენახვა);

კ)დირექციისათვის საგნობრივ მასწავლებლებთან შეხვედრებზე მიღებულ გადაწყვეტილებათა მიწოდება (მაგ., გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებისა და სხვა სასწავლო მასალის არჩევის თაობაზე);

ლ) მასწავლებლების პროფესიული განვითარებისთვის სასარგებლო აქტივობების (კოლეგებთან შეხვედრების, ტრენინგების, კონფერენციების და სხვ.) ორგანიზება;

 

 

 

 

 

 

მუხლი 6. სამსახურის ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას სკოლის წესდებისა, შინაგანაწესის და სამსახურის დებულების შესაბამისად;

ბ) შეიმუშავებსს სამუშაო გეგმების უზრუნველყოფს მათ შესრულებას;

გ) კოორდინირებას უწევს მასწავლებელთა საქმიანობას  ხარისხის ამაღლების მიზნით;

დ) მართავს  შეკრებებს აუცილებლად სასწავლო წლის დაწყებამდე და

სემესტრში მინიმუმ ორჯერ (მათ შორის, სემესტრის დასრულებისას საგნის სწავლების შეჯამების და ანალიზის მიზნით).

ე) წარმოადგენს სამსახურს სკოლის დირექციასთან და  პედაგოგებთან , ხოლო მესამე პირებთან ურთიერთობისას წარმოადგენს სკოლას თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) საქართველოს კანონმდებლობითა და სკოლის წესდებით განსაზღვრულ დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

 

 

 

 

მუხლი 7. დასკვნითი დებულებები

  1. დებულება ძალაში შედის სკოლის დირექტორის მიერ მისი დამტკიცების დღიდან.
  2. დებულებაში ცვლილებებისა    და    დამატებების    შეტანა    ხდება    სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებით პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით..
  3. დებულება ძალას კარგავს ახალი დებულების დამტკიცების შემთხვევაში.