logo



გახდი წარმატებული მერმისთან ერთად !!!

ხელშეკრულება მშობელსა და სკოლას შორის

ხელშეკრულება

  ქ.ქუთაისი                                                                                                                                                                                                 “ნიმუში”

ერთი მხრივ, შპს სასწავლო ცენტრი მერმისი ,სკოლა (შემდგომში – სკოლა), წარმოდგენილი მისი დირექტორის ლალი აბაშიძის  (პ/ნ 60001026078) სახით და მეორე მხრივ  იმავე  სკოლის —–  კლასის მოსწავლის ————– ———————- —-პ/ნ————————————) (შემდგომში – მოსწავლე) მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი —————————————————————-          (პ/ნ——————————————-) (შემდგომში – მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი), „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 61 პუნქტის შესაბამისად, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:

1. ზოგადი დებულებები

1.1 წინამდებარე ხელშეკრულება არეგულირებს სკოლასა და ამავე სკოლის მოსწავლის მშობელს/ კანონიერ წარმომადგენელს შორის წარმოშობილ ურთიერთობებს.

1.2 ხელშეკრულება დადებულია მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად და ეფუძნება მოქმედ კანონმდებლობას.

 

2. საგანი

2.1 ხელშეკრულების საგანია, ზოგადი განათლების მიღების მიზნით, სკოლასა და მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შორის წარმოშობილ ურთიერთობებში, მოსწავლის ინტერესების დაცვისა და სასკოლო მიზნების მიღწევის ხელშეწყობა.

 

3. ხელშეკრულების მხარეთა უფლება მოვალეობები

      3.1 სკოლას უფლება აქვს:

3.1.1 სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე არადისკრიმინაციულ საფუძველზე შეზღუდოს გარეშე პირთა უფლებები და თავისუფლებები.

3.1.2 მოსთხოვოს საქართველოს კანონმდებლობითა და სკოლის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნების შესრულება მოსწავლესა და მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს.

3.1.3 უზრუნველყოს მოსწავლე სასკოლო ბიბლიოთეკით, რომელიც ეფუძნება მოსაზრებათა პლურალიზმს და უზრუნველყოფს მოსწავლის ყოველმხრივ განვითარებას.

3.1.4 განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ქმედებები.

3.2 სკოლა ვალდებულია:

3.2.1 შექმნას ჯანმრთელობისათვის, სიცოცხლისა და საკუთრებისათვის უსაფრთხო გარემო სასკოლო დროს, აგრეთვე სკოლის ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

3.2.2 შექმნას ეფექტური, ორგანიზებული და კეთილგანწყობილი გარემო სკოლაში.

3.2.3 მიიღოს ყველა გონივრული ზომა მოსწავლის ცოდნის სამართლიანი შეფასების უზრუნველსაყოფად. დაუშვებელია, მოსწავლის აკადემიური შეფასება განპირობებული იყოს მისი დისციპლინით.

3.2.4 მიიღოს ყველა გონივრული ზომა სასკოლო დროს, აგრეთვე სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის უფლებებისა და თავისუფლებების ჯეროვანი დაცვის, დარღვევის თავიდან აცილების ან აღკვეთის მიზნით.

3.2.5 უზრუნველყოს მოსწავლის ჯანმრთელობის დაცვისა და სრულყოფილი განვითარებისათვის სამედიცინო, მათ შორის, ფსიქოლოგიური დახმარების გაწევის შესაძლებლობა.

3.2.6 ხელი შეუწყოს სკოლაში ინკლუზიური განათლების დანერგვას.

3.2.7 გააცნოს მოსწავლეს/მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მათი უფლებები და თავისუფლებები. ხოლო, უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვისას მოსწავლეს, მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს გონივრულ ვადაში განუმარტოს შეზღუდვის საფუძველი.

3.2.8 შექმნას საჩივრების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი განხილვის ეფექტიანი საშუალება.

3.2.9 მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ფინანსური სახსრების ან სხვა სიკეთის გამოძალვა.

3.2.10 სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული  სახდელის გამოყენების, აგრეთვე დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მოსწავლის  მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს.

3.2.11 დისციპლინური დევნისას განუმარტოს მოსწავლეს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის არსი და მიიღოს ზომები, რათა დისციპლინურმა სახდელმა არ გამოიწვიოს მოსწავლის არსებითი ჩამორჩენა სასწავლო პროცესისგან.

3.2.12 დაუყონებლივ აცნობოს მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს პოლიციის თანამშრომლის ან სხვა საჯარო მოსამსახურის მიერ განხორციელებული შეტყობინების შესახებ, მოსწავლესთან შესაძლო კონტაქტის/დამყარებული კონტაქტის (გადაუდებელი აუცილებლობისას)  თაობაზე,   გარდა მშობლის მიერ ბავშვის უფლების ხელყოფის შემთხვევისა.

3.2.13 მოსწავლის ან მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიმართ ფიზიკური ან/და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

3.3 მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს:

3.3.1 თანაბარ პირობებში, დისკრიმინაციის გარეშე, დადგენილი წესით, სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე ისარგებლოს სკოლის მიერ აღიარებული ყველა უფლებითა და თავისუფლებით, აგრეთვე, სკოლის ყველა რესურსით.

3.3.2 ფლობდეს ინფორმაციას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე მათი შეზღუდვის საფუძვლების შესახებ.

3.3.3 პირადად ან არჩეული წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს სკოლის მართვაში.

3.3.4 მიიღოს სკოლაში არსებული ნებისმიერი ინფორმაცია, გარდა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციისა, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

3.3.5 მოითხოვოს და მიიღოს სკოლის მიერ მოსწავლესთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისას მოსწავლის და მისი აზრის მოსმენისა და განხილვაში უშუალოდ ან წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობის შესაძლებლობა.

3.3.6 უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივროს მასწავლებლისა და სკოლის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები, კანონმდებლობით დადგენილი წესით

3.3.7 კანონით დადგენილი წესით, სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე მოიძიოს, მიიღოს, შექმნას, შეინახოს, დაამუშაოს ან გაავრცელოს ნებისმიერი ინფორმაცია და იდეები, აგრეთვე გამოიყენოს სკოლის რესურსები ინფორმაციისა და იდეების მოსაძიებლად, მისაღებად, შესაქმნელად, შესანახად, დასამუშავებლად ან გასავრცელებლად, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით.

3.3.8 დაცული იყოს არასათანადო მოპყრობის, უყურადღებობისა და შეურაცხყოფისაგან.

3.3.9 გადაიყვანოს მოსწავლე ერთი სკოლიდან სხვა სკოლაში ზოგადი განათლების იმავე საფეხურზე, სკოლის ყველა დავალიანების (ფინანსური/მატერიალური) გასტუმრების შემდეგ.

3.4 მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია:

3.4.1 დაიცვას სკოლის შინაგანაწესით, წინამდებარე ხელშეკრულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები.

3.4.2 ითანამშრომლოს სკოლის ადმინისტრაციასთან, დამრიგებელთან და მასწავლებლებთან.

3.4.3 მიაწოდოს სკოლას ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მხარეთა ინტერესებსა და უსაფრთხოებაზე.

3.4.4 გაუფრთხილდეს სკოლის ქონებას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში დააბრუნოს მისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემული ქონება.

3.4.5 აქტიურად ჩაერთოს და მიიღოს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური შეფასების დისციპლინის, სირთულეებისა თუ მიღწევების შესახებ.

3.4.6 დაუყოვნებლივ გამოცხადდეს სკოლაში ადმინისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში.

3.4.7 უზრუნველყოს მოსწავლის სკოლაში გამოცხადება შინაგანაწესით გათვალისწინებულ დროს. მოსწავლის ავადმყოფობის ან სხვა მიზეზის გამო სკოლაში გამოუცხადებლობის შესახებ აცნობოს კლასის დამრიგებელს.

3.4.8 აცნობოს სკოლის ადმინისტრაციას მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირების, სკოლის სხვა მოსწავლეების, მიერ ეთიკის ნორმების დარღვევის ან/და სხვა გადაცდომის შესახებ.

3.4.9 ითანამშრომლოს სკოლასთან და დაიცვას სკოლის მიერ განსაზღვრული რეფერირების შიდა ინსტრუქცია.

3.4.10 გადაიხადოს სწავლისათვის დაწესებული საფასური ————————————————————————————-  ლარის ოდენობით ყოველი თვის 10 რიცხვისათვის თანაბარი წილით, ან წელიწადში ორჯერ, ½ ნაწილი  10 ოქტომბრამდე, დარჩენილი ½ ნაწილი 10 თებერვლამდე.

3.4.11 სწავლის ქირა შეიტანება საბანკო ანგარიშზე თიბისი ბანკი , ანგარიში GE60TB7447236020100002

3.4.12 სწავლის ქირის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, ყოველ გადაცილებულ დღეზე გადაიხადოს გადასახდელი თანხის პირგასამტეხლო 0.02 % ოდენობით.

3.4.13 პირველი სემესტრის მიმდინარეობისას მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში სრულად დაფაროს მიმდინარე სემესტრის ღირებულება და მეორე სემესტრის სწავლის ქირის დარჩენილი ნაწილის 15% პირგასამტეხლოდ.

 

4. პასუხისმგებლობა

4.1 მხარეები პასუხისმგებელნი არიან ერთმანეთის წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებაზე.

4.2 მხარეები პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობითა და სკოლის შინაგანაწესის შესაბამისად.

 

 

5. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და  ხელშეკრულების  შეწყვეტის პირობები

5.1. წინამდებარე ხელშეკრულება  ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

5.2. ხელშეკრულება წყდება  მოსწავლისათვის სტატუსის შეჩერების, სხვა სკოლაში გადაყვანის ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

 

 

6. სხვა პირობები

6.1 წინამდებარე ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა წერილობითი შეთანხმებით, რომელიც წინამდებარე ხელშეკრულების შემადგენელი და განუყოფელი ნაწილია და ძალაში შედის მხოლოდ მხარეთა მიერ ხელმოწერის შემდეგ.

6.2 წინამდებარე ხელშეკრულების შემადგენელი და განუყოფელი ნაწილია სკოლის შინაგანაწესი.

6.3 შინაგანაწესის გაცნობის ფაქტი დასტურდება წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით.

6.4 სადავო საკითხებს მხარეები გადაწყვეტენ ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში სასამართლოს მეშვეობით.

6.5 წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ორ თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ინახება სკოლასთან, მეორე – მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან.

მუხლი 7. მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერები

სკოლა                                                                                                                                                                      მშობელი

ქუთაისი,ზვიად გამსახურდიას პირველი შესახვევი N 8                                          მისამართი —————————————————–

სასწავლო ცენტრი – მერმისი                                                                                            ტელეფონი —————————————————-

დირექტორი                                  ლ.აბაშიძე                                                                    ხელმოწერა  —————————————————-