logo



გახდი წარმატებული მერმისთან ერთად !!!

შინაგანაწესი

სკოლის კანონები და წესები

დამტკიცებულია
პედაგოგიური N 1 საბჭოს სხდომაზე 04.09.2015
დირექტორი ხელმოწერილია ლ.აბაშიძე

1

მუხლი – ზოგადი დებულებები

1.1.კერძო სამართლის იურიდიული პირი შპს ”სასწავლო ცენტრი-მერმისი” დაფუძნდა 1998 წელს და საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია მიიღო 1999 წელს {ლიცენზია № 205 10.12.99 რეესტრი № 273 29.12.99. დაწყებითი საფეხურის № 00031731 სერია -000221 № 01-14-10-2/1810 ). ავტორიზაცია გაიარა 2011 წლის 6 სექტემბერს (საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება N 228)
1.2. სკოლა დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.
1.3. სკოლა საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, კანონით ”ზოგადი განათლების შესახებ”, საკუთარი წესდებით ,სხვა ნორმატიული აქტებით და ამ შინაგანაწესით.
1.4. სკოლას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელიც ახორციელებს წარმომადგენლობას სხვა ორგანოში.
1.5. სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანოა პედაგოგიური საბჭო.
პედაგოგიური საბჭო კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში და შინაგანაწესის შესაბამისად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას.
1.6 პედაგოგიური საბჭოს შემადგენლობაში შედის სკოლის ყველა პედაგოგი. პედაგოგიური საბჭო სასკოლო გეგმის შესაბამისად დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმას და ასრულებს წესდებით გათვალისწინებულ ფუნქცია-მოვალეობებს.
1.7 სკოლაში მოწვეულნი არიან მასწავლებლები და დამხმარე პერსონალი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.
1.8. შრომის პირობები, რომლებიც არ რეგულირდება შრომითი ხელშეკრულებით ან ამ შინაგანაწესით, რეგულირდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით.
1.9. სკოლაში სწავლა ფასიანია და მის ზომას განსაზღვრავს დამფუძნებელი
1.10. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის სწავლა მიმდინარეობს გახანგრძლივებული რეჟიმით 9 სთ-დან 18.00 სთ-მდე მეორე დღის გაკვეთილების მოსამზადებლად.
1.11. სწავლის გადასახადი შეიტანება საბანკო ანგარიშზე.
1.12. თანამშრომელთა შვილები და განსაკუთრებული მიღწევების მქონე მოსწავლეები სწავლის გადასახადისაგან არიან თავისუფალი.
1.13. სხვა შემთხვევაში სწავლის გადასახადში შეღავათის დაწესება განიხილება ინდივიდუალურად და ფიქსირდება მშობელთან დადებულ ხელშეკრულებაში.
1.14. ზამთრის პერიოდში, წელიწადში ერთჯერ მოსწავლე იხდის გათბობის საფასურს 25 ლარის ოდენობით (გაზის გადასახადზე ფასის ცვლამ შეიძლება გამოიწვიოს ცვლილება გადასახადში).

 

2

მუხლი – სკოლის მოვალეობები და ვალდებულებები

2.1. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით საკუთარი სასწავლო გეგმის შედგენა და სასწავლო პროცესის წარმართვა
2.2. სტანდარტგარეშე სწავლების განხორციელება
2.3. სასკოლო და კლასგარეშე ღონისძიებების მოწყობა
2.4. სპორტული და სხვა სახის წრეების ჩამოყალიბება
2.5. საგრანტო და სხვა სახის პროექტებში მონაწილეობა
2.6. სკოლის წლიური სამუშაო გეგმის შედგენა
2.7. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის შედგენა
2.8. გაკვეთილების ცხრილის დამტკიცება
2.9. მასწავლებელთა მორიგეობის ცხრილის დამტკიცება
2.10. ანბანური წიგნის წარმოება
2.11. საგნობრივი მონიტორინგის წარმოება
2.12. სკოლის მიერ არჩეული სახელმძღვანელოების გაცნობა (თვალსაჩინო ადგილზე გაკვრა)
2.13. მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვა
2.14.. ოლიმპიადებში,კონფერენციებში, სპორტულ შეჯიბრებებში და სხვა მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა და წარმატებული მოსწავლეების წახალისება.

 

3

მუხლი სამუშაოზე მიღება

3.1 სკოლაში სამუშაოდ მიღება ხდება ბრძანების საფუძველზე.
3.2 ბრძანებით განსაზღვრული დროიდან წარმოიშობა შრომითი და სამართლებრივი ურთიერთობები.
3.3 შრომითი ურთიერთობა არის დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება შრომის ორგანიზაციულ პირობებში, ანაზღაურების სანაცვლოდ.
3.4 შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით,განსაზღვრული ვადით.
3.5 შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს გამოსაცდელი ვადით,არა უმეტეს 6 თვისა.
3.6. სამუშაოზე მიღებისას სკოლის დირექტორი დასაქმებულს აცნობს სასკოლო სასწავლო გეგმას, სანიტარიის, შრომის ჰიგიენის, ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვის საკითხებს.

 

4

მუხლი – თანამშრომელთა უფლება-მოვალეობანი

4.1 თანამშრომელი უფლებამოსილია:
4.1.1 შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ მიიღოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაური.
4.1.2 ისარგებლოს შვებულებით
4.1.3 ფლობდეს ინფორმაციას თავისი უფლებების/თავისუფლების/შეზღუდვების შესახებ.
4.1.4 თავისი უფლებების და თავისუფლების დასაცავად გაასაჩივროს მასწავლებლის, სკოლის უკანონო ქმედებები.
4.1.5 გამოიყენოს სწავლებისა და კვლევის აკადემიური თავისუფლება იმ ფარგლებში, რომელიც არ ეწინააღმდეგება ეროვნული სასწავლო გეგმებისა და სკოლის სასწავლო გეგმით დასახული მიზნების მიღწევას.
4.1.6 აიმაღლოს კვალიფიკაცია
4.2 თანამშრომელი ვალდებულია:
4.2.1 შეასრულოს ის სამუშაო, რაც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით.
4.2.2 კეთილსინდისიერად შეასრულოს პროფესიული სტანდარტის,ეთიკის კოდექსით, წესდებით,შინაგანაწესით და სხვა შიდა სამსახურებრივი აქტებით განსაზღვრული მოვალეობანი,გაუფრთხილდეს საკუთარსა და კოლეგის ღირსებას.
4.2.3 თავისი ქმედებით ხელი შეუწყოს სასწავლო პროცესის ფუნქციონირებას.
4.2.4 შინაგანაწესით განსაზღვრულ საათებში იმყოფებოდეს სამსახურში. 4.2.5 შრომის უუნარობის / ავადმყოფობის დროს წინასწარ ან იმავე დღეს გაკვეთილების დაწყებამდე (15 წუთით ადრე მაინც) შეატყობინოს სკოლის დირექტორს სამუშაოზე გამოუცხადებლობის შესახებ და მოთხოვნის შემთხვევაში წარმოადგინოს ზემოაღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი საბუთი.
4.2.6 გაუფრთხილდეს სკოლის ქონებას, აღჭურვილობას, ინვენტარს, ხოლო მისი მიზეზით ქონების დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში იკისროს მატერიალური პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4.2.7 შრომითი ურთიერთობის ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში ერთი თვით ადრე გააფრთხილოს დირექტორი.
4.2.8 გამოცხადდეს სკოლაში პირველი გაკვეთილის დაწყებამდე 10 წუთით ადრე, წავიდეს მისთვის ბოლო გაკვეთილის დამთავრებიდან 15 წუთის შემდეგ
4.2.9 არდადეგების დღეებში დაიცვას დირექციის მიერ გამოცხადებული სამუშაო დროის გრაფიკი.
4.2.10 საჭიროების შემთხვევაში იმუშაოს შაბათ-კვირას. შრომის უუნარობის, ავადმყოფობის ან მსგავსი შემთხვევის დროს წინასწარ აცნობოს სკოლას და მოთხოვნის შემთხვევაში წარმოადგინოს ამის დამამტკიცებელი საბუთი.წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლა უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება დასაქმებულთან (კვირეული სამუშაო დრო არ უნდა აღემატებოდეს 41 სთ-ს, შესვენების გარეშე).

 

5

მუხლი – სკოლის თვითშეფასება

5.1 მთელი სასწავლო წლის მანძილზე ხორციელდება სასწავლო პროცესის შემოწმება და მისი შესაბამისობაში მოყვანა ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებსა და სხვა ნორმატიულ დოკუმენტებთან.
5.2 თვითშეფასების პროცესში მონაწილეობენ მასწავლებლები,მოსწავლეები, მშობლები.

 

6

მუხლი – სკოლის დირექტორი

6.1 ადამიანური რესურსების მართვა
6.1.1 შეიმუშავებს საშტატო განრიგს
6.1.2 დებს შრომით ხელშეკრულებებს
6.1.3 უფლებამოსილია მასწავლებელს ვადამდე შეუწყვიტოს ხელშეკრულება, ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში.
6.2 სასწავლო პროცესის მართვა
6.2.1 ზედამხედველობს სკოლაში მიმდინარე სასწავლო სააღმზრდელო პროცესს.
6.2.2 მონაწილეობს სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში.
6.3 შეიმუშავებს სკოლის ბიუჯეტს
6.4 კანონმდებლობის ფარგლებში გამოსცემს სამართლებრივ აქტებს.
6.5 ამტკიცებს კლასის ხელმძღვანელებს
6.6 წარმოადგენს სკოლას მესამე პირთან ურთიერთობაში

 

7

მუხლი – დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში

7.1 ხარისხის მართვის მენეჯერთან ერთად განსაზღვრავს იმ სააღმზრდელო პროგრამების ჩამონათვალს,რომლის შესრულებაც დაგეგმილია შესაბამის სასწავლო წელს.
7.2 მონაწილეობს მიმდინარე სასწავლო წლის სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში.
7.3. ამტკიცებს დამრიგებელთა სამუშაო გეგმას

 

8

მუხლი – ხარისხის მართვის მენეჯერი

8.1. ამზადებს (დირექტორის მოადგილესთან ერთად) მიმდინარე სასწავლო წლის სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამებს.
8.2 აძლევს მითითებებს და დავალებებს მასწავლებლებს და მოსწავლეებს.
8.3 შეიმუშავებს რეკომენდაციებს მასწავლებელთა (კვალიფიკაციის გათვალისწინებით) დატვირთვის შესახებ.
8.4 შეიმუშავებს რეკომენდაციებს ხარისხის ამაღლებისათვის.
8.5 ახორციელებს მონიტორინგს მასწავლებელთა მუშაობაზე .
8.6. შეიმუშავებს ფორმებს და ახორციელებს გამოკითხვებს სწავლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

 

9

მუხლი – ფინანსური მენეჯერი

9.1 უზრუნველყოფს საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზაციას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

10

მუხლი – კლასის დამრიგებელი

10.1. კლასის დამრიგებელს ნიშნავს და ათავისუფლებს სკოლის დირექტორი
10.2. აკონტროლებს კლასის ყოველდღიურ დისციპლინას;
10.3 აქტიურად თანამშრომლობს მშობლებთან;
10.4 ითვალისწინებს მოსწავლეთა ასაკობრივ და ინდივიდუალურ თავისებურებებს;
10.5 სისტემატურად აწვდის ინფორმაციას დირექციას კლასის წარმატებებისა და პრობლემების შესახებ;
10.6 ასრულებს სასკოლო სასწავლო გეგმაში შეტანილ დამრიგებლის მოვალეობებს

 

11

მუხლი – საგნის მასწავლებელი

11.1 საგნის მასწავლებელად შეირჩევა კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პიროვნება.
11.2 საგნის მასწავლებელი ვალდებულია ფლობდეს გადასაცემი საგნის სწავლების ინოვაციურ მეთოდებს,მუდმივად ზრუნავდეს თვითგანათლებასა და საკუთარ ხარისხობრივ ზრდაზე.
11.3 საგნის მასწავლებელი ვალდებულია ითანამშრომლოს კოლეგებთან.
11.4 საგნის მასწავლებელი ვალდებულია ჰქონდეს შესაბამისი საგნობრივი გეგმები.

 

12

მუხლი – ტექნიკური პერსონალი

12.1 დირექტორის მოადგილე სამეურნეო დარგში
12.1.1 ხელმძღვანელობს სკოლის დამხმარე-მომსახურე პერსონალის (დამლაგებელი,დარაჯები და ა.შ.) მუშაობას
12.1.2 პასუხისმგებელია სკოლის უძრავ-მოძრავი ქონების მოვლა-პატრონობაზე და სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების მოძიება-შეძენაზე.
12.1.3. პასუხისმგებელია შენობაში, ეზოში და მიმდებარე ტერიტორიაზე სანიტარული ნორმების უზრუნველყოფაზე.
12.1.4 პასუხისმგებელია ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფაზე
12.2. საინფორმაციო – საკომუნიკაციო საქმეთა მენეჯერი
12.2.1. ხელმძღვანელობს სკოლისათვის საჭირო საინფორმაციო -საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარებას.
12.2.2. სკოლის მასწავლებლებისათვის, საჭიროების შემთხვევაში, ატარებს უფასო ტრენინგებს ისტ-ს გამოყენებაზე.
12.2.3. კოორდინაციას უწევს სკოლის ინფორმაციული სისტემის (ვებ გვერდი, მოსწავლეთა მონაცემთა ბაზა და ა.შ.) განვითარებას.
12.2.4. დახმარებას უწევს სხვა მასწავლებლებს ისტ-ს გამოყენებაში.
12.2.5. დირექტორის დავალებით ამზადებს შესაბამის დოკუმენტაციას.
12.3. საქმეთა მმართველი
12.3.1 პასუხისმგებელია სასკოლო დოკუმენტაციის (ბრძანებები,კადრების აღრიცხვის ფურცელი, შემოსული და გასული კორესპოდენცია) წარმოებასა და შენახვაზე.
12.3.2 პასუხისმგებელია მასწავლებელთა და მოსწავლეთა პირადი საქმეების მოწესრიგებასა და შენახვაზე.
12.3.3. საჭიროების შემთხვევაში ასრულებს დირექტორის დავალებებს.

 

13

მუხლი – ბიბლიოთეკის მენეჯერი

13.1 ხელმძღვანელობს სასკოლო ბიბლიოთეკის მუშაობას და პასუხისმგებელია წიგნადი ფონდის მოვლა-პატრონობაზე.
13.2 დახმარებას უწევს მოსწავლეებს კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის შერჩევაში.

 

14

მუხლი – სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვის, კლასიდან-კლასში გადაყვანის და დათხოვნის პირობები

14.1.პირველ კლასში ჩაირიცხება ბავშვი, რომელის ასაკიც შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
14.2. სკოლაში ჩარიცხვა წარმოებს შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე:
ა) განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე
ბ) დაბადების მოწმობა (დედანი)
გ) ორი ფოტოსურათი (3×4)
დ) მშობლის ( ან კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
14.3. მოსწავლის სხვა სკოლიდან გადმოსვლის ან სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში პირადი საქმე უნდა იყოს კანონის მოთხოვნის შესაბამისი 14.4. ყველა მოსწავლეზე იხსნება პირადი საქმე, რომლის წარმოებაზე პასუხისმგებელია კლასის ხელმძღვანელი და საქმეთა მმართველი.
14.5. მოსწავლეთა შეფასება ხდება ათ ბალიანი სისტემით , საბაზო საფეხურზე. ხოლო დაწყებით საფეხურზე – განმავითარებელი შეფასებით.
14..6 მოსწავლეთა კლასიდან კლასში გადაყვანა ხდება დადებითი (5 და მეტი) წლიური ნიშნების საფუძველზე
14.7 უარყოფითი (ოთხი და ნაკლები) წლიური შეფასების ან მოსწავლისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენის შემთხვევაში მშობელს (კანონიერ წარმომადგენელს) ეძლევა წინადადება მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შესახებ.

 

15

მუხლი – მოსწავლის უფლება- მოვალეობანი

15.1. ყველა მოსწავლეს აქვს თანაბარი უფლება ისარგებლოს სკოლის ბიბლიოთეკით, კომპიუტერული კაბინეტით, სპოტრული დარბაზით, სკოლის ბუფეტით,კაბინეტებით.
15.2 მოსწავლე ვალდებულია დაემორჩილოს მოსწავლეთა ქცევის კოდექსს.
15.3 მოსწავლე ვალდებულია სისტემატიურად დაესწროს გაკვეთილებს და სკოლის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს
15.4 მოსწავლე ვალდებულია გაუფრთხილდეს სკოლის ქონებას.დაზიანების შემთხვევაში მოახდინოს ზარალის კომპენსაცია.

 

16

მუხლი – გარდამავალი დებულებები

16.1 შინაგანაწესი ძალაშია პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე დამტკიცების შემდეგ.
16.2 ცვლილებების შეტანა შინაგანაწესში ხდება დირექტორის წარდგინებით პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე.