logo



გახდი წარმატებული მერმისთან ერთად !!!

სტრატეგიული განვითარების გეგმა

სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმა 2022-2028 წლები

სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმა 2022-2028  წლები

 სტრატეგიული გეგმა მოიცავს 2022-2028  წლებს  და წინა 6 წლიანი სტრატეგიის გაგრძელებას წარმოადგენს. სკოლას არსებობის 22 წლიანი პერიოდი გავლილი აქვს  და მატერიალური უზრუნველყოფის კუთხით ძირითადი ორიენტირები შესრულებული აქვს.  სკოლამ ააშენა დახურული საცურაო აუზი და სპორტის ერთ-ერთ სახეობად არჩეული გვაქვს ცურვა, შეძენილი გვაქვს მიკროავტობუსი, რომლითაც ეწყობა სასკოლო ექსკურსიები.განახლებულია სასკოლო ინვენტარი,ბუფეტი,სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკის სამკითხველო.

 

ამ პერიოდში, მატერიალური ბაზის შექმნის პარალელურად სასკოლო მუშაობა მიმდინარეობდა ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმითა და  სტანდარტების შესაბამისად. ტარდებოდა საინტერესო ღონისძიებები, შეჯიბრებები, კონკურსები და სხვა. შეგვიძლია ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ სკოლამ მიაღწია დასახულ მიზნებს. ამის მაგალითად შეიძლება გამოდგეს ის ფაქტები, რომ  კურსდამთავრებულები  ირიცხებიან მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში,  დიპლომები, სიგელები და მადლობის წერილები, მრავლადაა სკოლაში,  აგრეთვე ღონისძიებები,პროექტები, რომლების შესრულების უამრავი ფოტომასალა არის განთავსებული სოციალურ სივრცეში,ზოგიერთი –  ვებ გვერდზე.
ვფიქრობთ, რომ ხვალინდელი სკოლა უნდა გახდეს  უფრო კონკურენტუნარიანი.    სკოლაში უნდა დაინერგოს ჯანსაღი კონკურენცია, რაც ხელს შეუწყობს სკოლას წარმატებული ნაბიჯების გადადგმაში და საბოლოო ჯამში – სკოლის განვითარებას.

გასული ბოლო 2-3 წლის მიმდინარეობისას ბევრი დაგეგმილი აქტივობის განხორციელებაში ხელის შემშლელი ფაქტორი საყოველთაო პანდემიაა. დიდი იმედი გვაქვს,რომ მომდევნო წლებში არსებული მდგომარეობა შეიცვლება და სრულად შევძლებთ ჩვენი საქმიანობის წარმართვას.