“სასწავლო ცენტრი-XXI” დაარსდა 1998 წელს და „საშუალო სკოლა მერმისი“- 1999 წელს. სკოლამ მუშაობა დაიწყო 2 მეათეკლასელი მოსწავლით, ფიზიკა-მათემატიკური სკოლის შენობაში. სკოლის დამფუძნებელია ლალი აბაშიძე პროფესიით ინჟინერ-ეკონომისტი, ეკონომიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი. სკოლის დაარსებაში დიდი დახმარება გაგვიწია ბატონმა დემურ ხარაბაძემ (მაშინდელი საგანმანათლებლო რესურსცენტრის წამყვანი სპეციალისტი) და ფიზიკა-მათემატიკური სკოლის დირექტორმა ბატონმა ივლიანე ნაჭყებიამ.
სკოლამ სწრაფად მოიხვეჭა ავტორიტეტი და ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა საგანმანათლებლო სივრცეში.
2005 წელს სკოლამ შეიძინა საკუთარი ს 700 კვ.მ ფართობის შენობა ცენტრალური გათბობით, დახურული და ღია სპორტული მოედნებით,ბიბლიოთეკით, ინტერნეტში ჩართული კომპიუტერული კაბინეტით, ინგლისურის კაბინეტი აღჭურვილი აუდიო,ვიდეო და დვდ მოწყობილობებით.
დღეისათვის სკოლამ შეძლო ღირსეული ადგილის დამკვიდრება საგანმანათლებლო სივრცეში. სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენკონფერენციებში,ოლიმპიადებსა თუ სხვადასხვა სახის სპორტულ შეჯიბრებებში. სასწავლო პროცესში გამოიყენება სწავლების უახლესი მეთოდები.უცხო ენებისსწავლებაში აქტიურადაა ჩართული ინტერნეტ-გაკვეთილები უცხოელი სპეციალისტების დახმარებით.