logo



სკოლის მისია

სკოლის მისია

სკოლის მისიაა მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე ზრუნვა, შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი, ტოლერანტი, პატრიოტი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის. განუვითაროს მოზარდს გონებრივი ,ემოციური,სოციალური უნარ-ჩვევები, მისცეს საჭირო ცოდნა, დაამკვიდროს ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჩამოუყალიბოს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერება, დაეხმაროს მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში. მისიის მისაღწევად სკოლა მიზნად ისახავს სასკოლო სასწავლო გეგმაში შეტანილი სავალდებულო და არჩევითი საგნების ხარისხიანად სწავლებას, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების შესრულებას და ესგ-თი განუსაზღვრელი დამატებითი მომსახურების შეთავაზებას:

1) გახანგრძლივებული სწავლება 18.00 საათამდე გაკვეთილების ადგილზე მოსამზადებლად I-IX კლასში;

2) ორჯერადი კვება;

3) ინგლისური ენის და მათემატიკის გაძლიერებული სწავლება;

4) მეორე უცხო ენის (რუსულის) სწავლება მესამე კლასიდან;

5) მესამე უცხო ენის (გერმამული) სწავლება მე-5 კლასიდან;

6) ჭადრაკის წრე პირველი-მეოთხე კლასებში;

7) ჭიდაობის სექცია პირველ-მეოთხე კლასებში;

8) სწავლების საშუალო საფეხურზე სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში დამატებითი საათების შეთავაზება წრეების სახით.

9) საცურაო აუზის მომსახურება.