logo



გახდი წარმატებული მერმისთან ერთად !!!

ჩვენი ბრენდი

ცოტა რამ ბრენდის შესახებ

ახელი: სასწავლო ცენტრი – მერმისი -ს სახელის ტარება საამაყოა და საპასუხისმგებლო. ჩვენ ვემსახურებით ჩვენი ქვეყნის მერმისს, ვზრდით მომავალ თაობას უკეთეს ქვეყანაში საცხოვრებლად , ისეთ ქვეყანაში საცხოვრებლად, რომლის შენებაშიც თვითონ მიიღებენ მონაწილეობას ცოდნით შეიარაღებულები.
ჩვენ უფრო მეტი ვართ,ვიდრე უბრალოდ სკოლა და ეს გაცნობიერებული აქვს ყველას, ვინც მერმისელის სახელს ატარებს.

სიმბოლო: ჩვენი სიმბოლოა მოსწავლის ხელებით აზიდული დედამიწა, ნიშნად იმისა, რომ ცოდნით შეიარაღებული ადამიანი ყველაფერს  შეძლებს და ასეთი ცოდნის მიღების გარანტიას ვაძლევთ ჩვენ ყველა მოზარდს.

ჩვენი სლოგანია: გახდი წარმატებული მერმისთან ერთად!!!

ეს ნიშნავს იმას,რომ ჩვენი და ჩვენი მოსწავლეების წარმატება გადაჯაჭვულია ერთმანეთზე- ჩვენ ერთად ვქმნით წარმატებულ მერმისს.
ფერი: რატომ ლურჯი და ყვითელი?
ლურჯი – ნდობის აღმძვრელი ფერია. ლურჯი არის ძლიერის სიმბოლო. იგი ხშირად ასოცირდება მამაკაცურ საწყისთან, ზღვასთან. ლურჯი გვამშვიდებს და გრძნობებს გვიოკებს სხვადასხვა ერებში იგი ცისა და მარადისობის სიმბოლოა. აგრეთვე შეიძლება აღნიშნავდეს სიკეთეს, ერთგულებას, სიმყარეს ურთიერთობებში, სიბრძნეს, სიმართლეს, კეთილ სახელს და ერთგულებას.
ყვითელი- მზის ნათებაა, სიხარულისა და მხიარულების ფერია, ოქროს , ენერგიის და სითბოს ფერია, . ასევე შეგვიძლია ეს ფერი დავაკავშიროთ, ბედნიერებასთან, ოპტიმიზმთან, ლიბერალიზმთან, . ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ყვითელი სიმშვიდეს, ძალდაუტანებელ ურთიერთობებს, ინტელიგენტობას აღნიშნავს.