logo



გაკვეთილის გეგმა “სასმელები”

გაკვეთილის გეგმა
საგანი ….. .ბუნება
პედაგოგი ……….. ნონიაშვილი ნინო
კლასი ………… I
თარიღი……… 12 დეკემბერი 2013წელი

      თემა
სასმელები
სასწავლო
მიზანი
მოსწავლეებმა გააცნობიერონ წყლისმნიშვნელობა სიცოცხლისათვის. ეძლონ სხვადასხვა დასახელების სასმელის ჩამოთვლა და მათ დანიშნულებაზე
საუბარი, ხელი შეუწყოს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების უნარის განვითარებას
ძირითადი კითხვები
საჭმლის გარდა კედევ რა არის აუცილებელი სიცოცხლისათვის?
რისთვის იყენებს ადამიანი წყალს?
ადამიანის გარდა კიდევ რას სჭირდება წყალი?
რა მნიშვნელობა აქვს წყალს ცხოველებისთვის? მცენარეებისთვის?
ვის რომელი სასმელი გიყვართ?
როდის  რომელ სასმელს ვიყენებთ?
შეფასება
ჯგუფების შეფასება კომენტარით, საუკეთესო მოსწავლეებისთვის სტიკერების  ჩაკვრა
შედეგი
მოსწავლეებმა
იციან წყლის მნიშვნელობა, მისი დანიშნულება, შეუძლიათ სხვადასხვა ტიპის
სასმელების დასახელება და მის შემადგენლობაზე საუბარი
დროის განაწილება
საკლასო  დისკუსია   —- 5 წთ
მუშაობა  ჯგუფებში  —– 10წთ
სტუმრად  ჩვენს ბუფეტში ——-20 წთ
რესურსები
სახელმძღვანელო, ფერადი ფანქრები, სურათები, სხვადასხვა სასმელები ( წყალი, ბორჯომი, კოკა– კოლა,რძე, ჩაი, კომპოტი)