გაკვეთილის თემა | ტყუპები ( ეზოში, ტოვლის პაპა, მდინარე) |
სწავლების საფეხური და კლასი | II კლასი |
ინტეგრირებული საგნები, მასწავლებლის სახელი, გვარი | საგნები და მასწავლებლის სახელი გვარი ქართული ბუნება ხელოვნება ნინო ნონიაშვილი |
მოსწავლეთა რაოდენობა | 12 მოსწავლე |
განსაკუთრებული მიდგომების, საჭიროებების მქონე მოსწავლეების რაოდენობა და პროფილი |
არ მყავს |
გაკვეთილის სასწავლო მიზნები საგნების მიხედვით | ქართული:1.კითხვის უნარის გავარჯიშება _ შეძლოს ტექსტის წაკითხვა და გაგება.2. ტექსტზე მუშაობის უნარის გავარჯიშება _ შეძლოს ლექსის დაყოფა შინაარსობრივ მონაკვეთებად.3. ზეპირმეტყველების უნარის გავარჯიშება _ შეძლოს საუბარი თემაზე რა ხდება გაზაფხულზე.4. წერითი უნარის გავარჯიშება _ წერილობით (საკუთარი სიტყვებით) გადმოსცეს რა ხდება გაზაფხულზე.5. ენობრივ მოვლენებზე დაკვირვება _ გაიგოს რა არის ძახილის წინადადება და შეძლოს მისი მოძებნა ტექსტში და მოფიქრება.
ბუნება: მარტივი მეცნიერული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება (დაკვირვება, აღწერა) ხელოვნება: 2. წარმოსახვის, გემოვნებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარება. |
ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგები / ინდიკატორები (საგნების მიხედვით) |
ქართული:II.2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.II.3. მოსწავლეს შეუძლია აქტიური ლექსიკისა და ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება. II.4. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვრა. II.6. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მიერ მითითებული წინადადებების მოძებნა ტექსტში. II.11. მოსწავლეს შეუძლია მცირე მოცულობის ტექსტის დამოუკიდებლად შედგენა ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით. ბუნება: II.6. მოსწავლეს შეუძლია ამინდის კომპონენტების აღწერა და დახასიათება (აკვირდება ამინდის ცვალებადობას; მსჯელობს თითოეული სეზონისთვის დამახასიათებელი ამინდია შესახებ) ხელოვნება: II.2. მოსწავლეს შეუძლია მიმარტოს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას ნამუშევრების შექმნისას. II.3. მოსწავლე აკვირდება გარემოში სხვადასხვა ფერს და ფორმას შეუძლია დაკვირვების შედეგების ასახვა ნამუშევარში. II.4. მოსწავლეს შეუძლია ნამუშევრების შექმნა შთაბეჭდილებებისა და წარმოსახვის მეშვეობით. |
თანმიმდევრობა ( აქტივობა და დრო) |
|
შეფასება | ვაფასებ ჩართულობას, დამოუკიდებელი აზროვნების უნარს.ვიყენებ განმავითარებელ შეფასებას, შეფასების რუბრიკას. |
საკლასო მენეჯმენტი/საგანმანათლებლო რესურსები | სახელმძღვანელო, სამუშაო რვეული, სახატავი ფურცლები, ფერადი ფანქრები,დაფა, ცარცი, კომპიუტერი |