logo



ექიმი და წამალი

ექიმი და წამალი (გაკვეთილის გეგმა)

გაკვეთილის მთავარი თემა ექიმი და წამალი
სწავლების საფეხური  პირველი კლასი
პედაგოგი ნონიაშვილი ნინო
მოსწავლეთა რაოდენობა 10
გაკვეთილის მნიშვნელობა /აქტუალობა ბავშვებმა იცოდნენ რომ ავადმყოფობის დროს მიაკითხონ ექიმს და მიიღონ დანიშნული წამლები..
გაკვეთილის მიზნები და შედეგები მოსწავლეებმა გააცნობიერონ, რომ ექიმის პროფესია  ავადმყოფობასთან და მკურნალობასთან არის დაკავშირებული. შეძლონ კითხვების
მოფიქრება და გამოუმუშავდეთ წამლების მოხმარებისადმი სწორი და ფრთხილი დამოკიდებულება.
წინასწარი ცოდნა ბავშვებს მიცემული ჰქონდათ წინასწარ საშინაო დავალებად მოეძიათ რაიმე ინფორმაცია ამ გაკვეთილისთვის.
შეფასების საგანი და პროცედურები საშინაო დავალება. კითხვა-პასუხი. საკლასო დისკუსია.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები დაფა, ცარცი, თვალსაჩინო მასალა, კომპიუტერი, სახელმძღვანელო, პრეზენტაცია ,,ექიმი და წამალი, ფერადი ფანქრები.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი  A ფაზა.მოსწავლეებს ვაჩვენებ სურათს სადაც ექიმი სინჯავს ბავშვს. რომელსაც ხელში უჭირავს ფონენდოსკოპი.და რა დანიშნულებ ა, აქვს მას? და ვსვამ კითხვებს.
დრო 5 წუთი.B ფაზა.კომპიუტერის საშუალებით ვაჩვენებ პრეზენტაციას,, ექიმი და წამალი. ამის შემდეგ დავსვავ კითხვებს.რა არის სურათზე ნაჩვენები? ვინ არის ეს პიროვნება? რატომ სინჯავს ის ავადმყოფს? რა უკავია მას ხელში? რას იგებს ექიმი ამით? რატომ არის ექიმთან მისვლა აუცილებელი?C ფაზა.

ბავშვები მუშაობენ სახელმძღვანელოზე. დავალებას ვაძლევ ჯგუფებში, შემდეგნაირად. კლასი დავყავი 4 ჯგუფად.

ბავშვი კბილის ექიმთან.

ყელ-ყურის ექიმთან.

ქირურგთან.

თვალის ექიმთან.

აფთიაქში

თითოეული ჯგუფი გაითამაშებს ამ სცენას და სხვებმა უნდა ამოიცნონ, რომელი ექიმი მკურნალობს მას. ამ გაკვეთილზე ბავშვები გაითვითცნობიერებენ ექიმს, წამალს, მის შედეგებს

დრო 10 წუთი.
საშინაო დავალება. ბავშვებს მივცემ ასეთ დავალებას მოიძიონ რაიმე ინფორმაცია  ამ თემის შესაბამისად. დრო 5 წუთი.