logo



ტრენინგი ინკლუზიური სწავლების საკითხებზე

2011 წლის 13 ივნისს სკოლაში მოწვეული იყო განათლებისა და მეცნიერების მულტი დისციპლინარული ჯგუფის წევრი პედაგოგიკის დოქტორი ქალბატონი ნატო ქობულაძე. ტრენინგი მოიცავდა ინკლუზიური განათლების საკითხებს.

პედაგოგთა პროფესიული განვითარების

 ხელშეწყობის პროგრამა

  1. სასწავლო ცენტრი–XXI საშუალო სკოლა მერმისის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს სკოლის თითოეული მასწავლებლის მასწავლებლობის უფლების მოპოვებისათვის სასერთიფიკაციო გამოცდების ჩაბარება. სკოლას ეყოლება სერთიფიცირებული და მაღალკვალიფიცირებული პედაგოგები; ყველა პედაგოგი უნდა ფლობდეს კომპიუტერულ ტექნოლოგიებსა და ინგლისური ენის მინიმალურ ცოდნას. მასწავლებელთა მიღების დროს უპირატესობა მიენიჭება სერთიფიცირებულ  პედაგოგს.
  2. სკოლის განვითარების ერთწლიანი და  ექვსწლიანი სამოქმედო გეგმა ასევე ითვალისწნებს სკოლის საქმიანობის მუდმივ განახლებასა და სრულყოფას, კვალიფიკაციური კადრების მოზიდვას, პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით პედაგოგთა პერიოდულად გადამზადებას.
  3. სკოლა უზრუნველყოფს თანამშრომელთა პროფესიული გადამზადების ხელშეწყობას. ამ მიზნით:
  • სკოლაში პედაგოგთა პროფესიული გადამზადების ხელშეწყობის მიზნით   ბიბლიოთეკაში  არის „მასწავლებლის კუთხე~, სადაც გამოფენილია ყველა ის საჭირო ლიტერატურა, რომელიც უკანსკნელ წლებში გამოიცა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ და არის სკოლაში. მასწავლებელს დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლია ადგილზე გაეცნოს მისთვის საჭირო ლიტერატურას, სიახლეებს, ასევე „მასწავლებლის კუთხეში~ განთავსებულია სხვადასხვა საგნობრივი მეთოდური ლიტერატურა, ჟურნალ-გაზეთები.
  • მასწავლებელთა სურვილის შემთხვევაში სკოლაში შეიქმნება ჯგუფი, რომლებიც დაიწყებენ მომზადებას  ინგლისურ ენაში. სწავლებას განახორცილებს სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი .
  • კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სკოლაში  მოვიწვევთ აკრედიტირებულ პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამას.
  • სკოლაში ხორციელდება მასწავლებელთა შეფასება და თვითშეფასება (შესაბამისი ფორმები თან ერთვის).
  • კვალიფიკაციის ამაღლების ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა კოლეგების თანამშრომლობა და ურთიერთსწავლება, ასევე გამოცდილების გაზიარება, თანამშრომლობა სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებეთან, პროფესიულ სასწავლევლებთან, უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებთან, საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან.
  • სკოლაში დაგეგმილია პედაგოგთა საჩვენებელი გაკვეთილები, კონფერენციები, პედაგოგთა აქტიური ჩართვა სხვადასხვა პროექტებში.

დაგეგმილია პედაგოგთა სამეცნიერო კონფერენცია.