logo



გახდი წარმატებული მერმისთან ერთად !!!

სამეურნეო სამსახურის დებულება

სამეურნეო სამსახურის დებულება

დამტკიცებულია

სასწავლო ცენტრი მერმისის დირექტორის

2015 წლის 2 სექტემბრის

N 123 ბრძანებით

შპს  სასწავლო ცენტრი მერმისის

სამეურნეო სამსახურის დებულება

 

თავი I       ზოგადი დებულებები

მუხლი 1.   ეს დებულება განსაზღვრავს კერძო სამართლის იურიდიული პირის –  შპს სასწავლო ცენტრი მერმისის  სამეურნეო სამსახურის (შემდგომში – ,,სამსახური”) სამართლებრივ სტატუსს,  უფლებამოსილებებს და  ვალდებულებებს, აწესრიგებს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

მუხლი 2.  სამსახური წარმოადგენს შპს სასწავლო ცენტრი მერმისის  სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

მუხლი 3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა  სამართლებრივი აქტებით, სკოლის  დებულებით, წესდებით, შინაგანაწესით,   სკოლის დირექტორის გამოცემული  სამართლებრივი აქტებით, წინამდებარე დებულებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

მუხლი  4.   სამსახური თავისი ამოცანების/ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სკოლას, ანგარიშვალდებულია სკოლის დირექტორის წინაშე, რომელიც ახორციელებს სამსახურის ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი II    სამსახურის მიზნები და ფუნქციები

მუხლი 5. სამსახურის ძირითადი მიზანია სკოლის საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა და გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა.

მუხლი 6. სამსახურის ფუნქციებია:

ა) სკოლის  ფუნქციონერებისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფა;

ბ)  სკოლის კუთვნილი ქონების მიღების, აღრიცხვის და დასაწყობების, ასევე, მოთხოვნის შესაბამისად, მათი უფლებამოსილი პირებისთვის მიწოდების უზრუნველყოფა.

გ) სასაწყობე მეურნეობის მართვა, აუცილებელ მინიმალურ ნაშთებზე ინფორმაციის წარდგენა სკოლის დირექტორისათვის  და აღნიშნული ნაშთების კონტროლი;

დ) სკოლის ფუნქციონერებისათვის აუცილებელი ტექნიკის გამართულობის უზრუნველყოფა, ძირითადი საშუალებებისა და ინვენტარის მოვლა–შენახვა.

ე)   საინვენტარიზაციო საქმიანობის კოორდინაცია და წარმართვა;

ზ) სკოლის ინფრასტუქტურის განვითარების მიზნით წინადადებების შემუშავება;

თ) სკოლის  შენობის  მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების, ასევე, მათთან დაკავშირებული  საპროექტო სამუშაოების ორგანიზება და ზედამხედველობის კოორდინაცია;

ი) სკოლის შენობაში ელექტრო და სანტექნიკური გაყვანილობის ქსელების, გათბობისა და კონდიცირების სისტემების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

კ) სკოლის შენობაში სახანძრო უსაფრთხოების დადგენილი ნორმებისა და სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;

ლ)  სკოლის  სანიტარულ-ჰიგინური ნორმების დაცვისათვისათვის საჭირო სახარჯი მასალებით უზრუნველყოფა.

თავი III    სამსახურის ხელმძღვანელობა

მუხლი 7.   1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სკოლის დირექტორი.

  1. 2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია სკოლის დირექტორის წინაშე.

მუხლი 8   სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს სამსახურს დაკისრებული ფუნქციების შესრულებისას და პასუხისმგებელია მათ შესრულებაზე;

გ) სამსახურის თანამშრომელთა შორის ანაწილებს მოვალეობებს, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;                                                                                                                                                        დ) აკონტროლებს სამსახურში დასაქმებულ პირთა მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და შინაგანაწესის დაცვას;

ე)  უზრუნველყოფს სხვა სამსახურებთან თანამშრომლობის კოორდინაციას;

ვ)   პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ზ) ასრულებს სააგენტოს დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში სააგენტოს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს.

თავი IV     სამსახურში დასაქმებული პირები

მუხლი 9     1. სამსახურში საქმიანობას ეწევიან:

ა)  სამსახურის უფროსი;

ბ) საშტატო განრიგით გათვალისწინებული სხვა თანამშრომლები.

  1. სამსახურში მუდმივ ან არამუდმივ ამოცანათა  შესასრულებლად, შრომითი  ხელშეკრულების საფუძველზე, შეიძლება  მიღებულ  იქნეს  ასევე სხვა პირები.
  2. სამსახურის თანამშრომელი:

ა) ახორციელებს კანონმდებლობით, სკოლის დებულებით ან სხვა მარეგულირებელი დოკუმენტით,  მისთვის დაკისრებულ უფლება–მოვალეობებს;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება სკოლის დირექტორის ბრძანებით;

გ) ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია სამსახურის უფროსის, სკოლის დირექტორის  წინაშე;

დ)  პასუხისმგებელია მის მიერ მომზადებულ გადაწყვეტილებაზე/ შესრულებულ სამუშაოზე;

ე) ასრულებს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

თავი V    დასკვნითი დებულებანი

ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით,  სკოლის დირექტორის  ბრძანებით.