logo



გახდი წარმატებული მერმისთან ერთად !!!

სასკოლო სასწავლო გეგმა

დამტკიცებულია
დირექტორის 02. 09. 2015წ
# 123 ბრძანებით
მიღებულია 02. 09. 2015 წ.
პედსაბჭოს #1 სხდომაზე

შ.პ.ს. “სასწავლო ცენტრი მერმისი”
2015-16 ს. წ.

მუხლი1. შესავალი
1. სასკოლო სასწავლო გეგმა გამომდინარეობს სკოლის მისიიდან, შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას და მიმართულია სწავლის ხარისხის გაუმჯობესების, ახალი იდეების დანერგვის, ადამიანური და მატერიალური რესურსის ოპტიმალური გამოყენებისაკენ.
2. ეროვნული სასწავლო გეგმის ფუნდამენტური პრინციპი – შედეგზე ორიენტირება, წარმოადგენს სასკოლო სასწავლო გეგმის ძირითად პრინციპს.
3. სწორედ ამიტომ, სასწავლო გეგმის ფუნდამენტური პრინციპია შედეგზე ორიენტირება, რაც გულისხმობს მოსწავლეთა აღჭურვას ქმედითი ცოდნით. ეს არსებითი მოთხოვნა აისახება საგნობრივი პროგრამების სამნაწილიან სტრუქტურაში:
4. საგნობრივი პროგრამების ზოგადი ნაწილი განსაზღვრავს საგნის სწავლების ამოცანებს და იმ ძირითად ორიენტირებს, რომლებიც ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარეობს.
5. საგნობრივი სტანდარტი განსაზღვრავს კონკრეტულ საგნობრივ კომპეტენციებს, რომელთაც უნდა დაეუფლონ მოსწავლეები დასახული მიზნების მისაღწევად. საგნობრივ სტანდარტში აღწერილი კომპეტენციები მოიცავს სამი კატეგორიის ცოდნას: ა) დეკლარატიულს, ანუ სტატიკური ხასიათის ცოდნას, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ცოდნის პროცედურულად გამოყენებას. დეკლარატიულია მოსწავლის ცოდნა, თუ მან იცის კონკრეტული მათემატიკური ოპერაციის წარმოების წესი, თუმცა ვერ იყენებს მას; ბ) პროცედურულს ანუ დინამიურ ცოდნას, რომელიც ცოდნის გამოყენების, რეალიზების საშუალებას იძლევა; პროცედურულია მოსწავლის ცოდნა, თუ ის ასრულებს მათემატიკურ ოპერაციას. პროცედურული ცოდნის ათვისება მრავალჯერადი გავარჯიშების გზით ხდება და გ) პირობისეულ ცოდნას, ანუ ფუნქციურ ცოდნას, რომელიც უზრუნველყოფს ცოდნის ადეკვატურად გამოყენებას. პირობისეულია მოსწავლის ცოდნა, თუ მას შეუძლია დასმული ამოცანის ამოსახსნელად შეარჩიოს სათანადო მათემატიკური ოპერაცია.

სრული ვერსია შ.პ.ს. სასწავლო ცნტრი-მერმისის სასკოლო სასწავლო გეგმის გამოწერა