Untitled Document

სასწავლო ცენტრი XXI, საშუალო სკოლა "მერმისი"

ეს შენი მერმისია - იყავი წარმატებული!
Untitled Document
თავფურცელი
ჩვენს შესახებ
სტრუქტურა
ადმინისტრაცია
კათედრები
შინაგანაწესი
ღონისძიებები
ფოტო გალერეა
კონტაქტები
მონაცემთა ბაზა

 

 

 

ჩვენს შესახებ


შპს ”სასწავლო ცენტრი-  XXI” დაფუძნდა 1998 წლის 6 ნოემბერს.  1999 წლის დეკემბერში სასწავლო ცენტრმა მიიღო ლიცენზია  განათლების სამინიტროდან საშუალო სკოლის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შესახებ. საშუალო სკოლა ”მერმისი” სწორედ ამ დროიდან ფუნქციონირებს სკოლის დამფუძნებელი არის ლალი აბაშიძე , ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ა.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. სასწავლო ცენტრს სკოლის შექნმაში თავის დროზე დახმარება გაუწიეს ბატონებმა დემურ ხარაბაძემ (მაშინდელი იმერეთის სამხარეო რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტი)  და ივლიანე ნაჭყებიამ (ფიზიკა- მათემატიკური გიმნაზიის დირექტორი). სკოლამ  საქმიანობა ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური გიმნაზიის შენობაში დაიწყო ორი მეათეკლასელი მოსწავლით,ერთი საკლასო ოთახით და ხუთი მასწავლებლით.ერთი წლის შემდეგ სკოლა გადავიდა მწერალთა სახლის შენობაში, ორი წლის შემდეგ -წერეთლის 64-ში, შპს ”თეატრონი-2”-ის ადმინიტრაციულ კორპუსში. ერთი წლის შემდეგ კიდევ მოხდა ადგილის შეცვლა და  სკოლა გადავიდა წმინდა ნინოს ქ.# 3-ში.2004 წლის დეკემბერში სკოლამ შეძლო საკუთარი შენობის შეძენა,გარემონტება და 2005 წლის სექტემბრიდან სტაბილური მდგომარეობის მოპოვება. ხშირი ადგილმონაცვლეობის გამო სკოლას ყოველწლიურად თითქმის თავიდან უხდებოდა საქმიანობის დაწყება:იფანტებოდა მოსწავლეები,შესაკეთებელი იყო ყველა შენობა,გადასახდელი იყო საიჯარო თანხა.

2005 წლის სექტემბერიც იყო ახალი დასაწყისი… წლების მიხედვით მოსწავლეთა  და კურსდამთავრებულთა რაოდენობა ასეთი იყო:

სასწავლო წელი
მოსწავლეთა რაოდენობა
კურსდამთავრებულთა რაოდენობა
1999- 2000 2 -
2000- 2001 24 7
2001- 2002 31 6
2002- 2003 51 5
2003- 2004 50 20
2004- 2005 36 9
2005- 2006 41 21
2006- 2007 140 31
2007- 2008 141 - (12 წლიან სწავლებაზე გადასვლის გამო)
2008- 2009 170 64

სკოლას  უკვე აქვს 700 კვ.მ ფართობის შენობა ცენტრალური გათბობით, დახურული და ღია სპორტული მოედნებით,ბიბლიოთეკით, ინტერნეტში ჩართული კომპიუტერული კაბინეტით, ინგლისურის კაბინეტი აღჭურვილი აუდიო,ვიდეო და დვდ მოწყობილობებით.

     დღეისათვის სკოლამ შეძლო ღირსეული ადგილის დამკვიდრება საგანმანათლებლო სივრცეში.  სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენკონფერენციებში,ოლიმპიადებსა თუ სხვადასხვა სახის სპორტულ შეჯიბრებებში. სასწავლო პროცესში გამოიყენება სწავლების უახლესი მეთოდები.უცხო ენებისსწავლებაში აქტიურადაა ჩართული ინტერნეტ-გაკვეთილები უცხოელი სპეციალისტების დახმარებით.

 

 

 

 

 
2009 წელი