Untitled Document

სასწავლო ცენტრი XXI, საშუალო სკოლა "მერმისი"

ეს შენი მერმისია - იყავი წარმატებული!
Untitled Document
თავფურცელი
ჩვენს შესახებ
სტრუქტურა
ადმინისტრაცია
კათედრები
შინაგანაწესი
ღონისძიებები
ფოტო გალერეა
კონტაქტები
მონაცემთა ბაზა

 

 

 

შინაგანაწესი

სკოლის მისიაა თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მოამზადოს  მოზარდი. შექმნას ისეთი სასწავლო გარემო,რომელიც  უზრუნველყოფს :
აკადემიური განათლების მიღებას, ინტეგრირებას  დანარჩენ მსოფლიოსთან,  სამოქალაქო საზოგადოების ღირებულებების ცოდნას,ზნეობრივ  ჩამოყალიბებას.
,
მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1.1.კერძო სამართლის იურიდიული პირი შპს ”სასწავლო ცენტრი-XXI” ქ.ქუთაისის საშუალო სკოლა ”მერმისი” დაფუძნდა 1998 წელს  და საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია მიიღო 1999 წელს {ლიცენზია № 205 10.12.99 რეესტრი № 273 29.12.99. დაწყებითი საფეხურის
№ 00031731 სერია -000221  № 01-14-10-2/1810)
1.2. სკოლა დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.
1.3.  სკოლა საქმიანობას წარმართავს  საქართველოს კონსტიტუციით, კანონით ”ზოგადი განათლების შესახებ”, საკუთარი წესდებით ,სხვა ნორმატიული აქტებით და ამ შინაგანაწესით.
1.4. სკოლას ხელმძღვანელობს  დირექტორი, რომელიც ახორციელებს წარმომადგენლობას
სხვა ორგანოში.
1.5. სკოლის  თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანოა  სამეურვეო საბჭო
სამეურვეო საბჭო კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში  და შინაგანაწესის შესაბამისად
ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას.
1.6 სკოლას  ჰყავს მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო- პედაგოგიური საბჭო რომელშიც შედის სკოლის ყველა პედაგოგი. პედაგოგიური საბჭო  სასკოლო გეგმის შესაბამისად დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით  ამტკიცებს სასკოლო-სასწავლო  წლის სამუშაო გეგმას და ასრულებს  წესდებით გათვალისწინებულ ფუნქცია-მოვალეობებს.
1.7 დისციპლინური გადაცდომის განხილვის მიზნით აირჩევა დისციპლინური და სააპელაციო კომიტეტი.
1.8. სკოლაში მოწვეულნი არიან მასწავლებლები და დამხმარე პერსონალი შრომითი ხელშეკრულების  საფუძველზე.
1.9 შრომის პირობები,რომლებიც არ რეგულირდება შრომითი ხელშეკრულებით ან ამ შინაგანაწესით,რეგულირდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით.
1.10 სკოლაში სწავლა ფასიანია და  მის ზომას განსაზღვრავს დამფუძნებელი  დირექტორთან    და    პედაგოგიურ კოლექტივთან შეთანხმებით. წინა წლებში მიღებული მოსწავლის  სწავლის ქირა შეიძლება შეიცვალოს ინფლაციის დონის მკვეთრი ზრდის ( 12-15%) შემთხვევაში.
1.11.        სწავლის გადასახადი შეიტანება საბანკო ანგარიშზე.
1.12.  თანამშრომელთა შვილები და განსაკუთრებული მიღწევების მქონე მოსწავლეები
სწავლის გადასახადისაგან არიან თავისუფალი.
1.13.   სხვა შემთხვევაში  სწავლის გადასახადში შეღავათის დაწესება განიხილება ინდივიდუალურად და ფიქსირდება მშობელთან დადებულ ხელშეკრულებაში.         
1.14..    ზამთრის პერიოდში, წელიწადში ერთჯერ მოსწავლე იხდის გათბობის საფასურს 25  ლარის ოდენობით (გაზის გადასახადზე ფასის ცვლამ შეიძლება გამოიწვიოს ცვლილება გადასახადში)

მუხლი  2.  სკოლის მოვალეობები და  ვალდებულებები


2.1.  ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით საკუთარი სასწავლო გეგმის  შედგენა პრიორიტეტების  (ინგლისური ენა, მათემატიკა, ინფორმატიკა) გათვალისწინებით და სასწავლო  პროცესის წარმართვა
2.2.   სტანდარტგარეშე  სწავლების განხორციელება პრიორიტეტულ საგნებში.
2.3.  სასკოლო და კლასგარეშე ღონისძიებების მოწყობა
2.4.   სპორტული  და სხვა სახის წრეების ჩამოყალიბება
2.5.   საგრანტო და სხვა სახის პროექტებში მონაწილეობა
2.6.  სკოლის წლიური სამუშაო გეგმის შედგენა
2.7.   სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის შედგენა
2.8.  გაკვეთილების ცხრილის (ტრიმესტრული) დამტკიცება
2.9.  მასწავლებელთა მორიგეობის ცხრილის (ტრიმესტრული) დამტკიცება
2.10. ანბანური წიგნის წარმოება
2.11.  საგნობრივი მონიტორინგის წარმოება
2.12.  სკოლის მიერ არჩეული სახელმძღვანელოების  გაცნობა (თვალსაჩინო ადგილზე გაკვრა)
2.13.  მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვა
2.14.. ოლიმპიადებში,კონფერენციებში, სპორტულ შეჯიბრებებში და სხვა  მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა  და წარმატებული მოსწავლეების წახალისება.

მუხლი 3.  სამუშაოზე მიღება

3.1 სკოლაში სამუშაოდ მიღება ხდება ბრძანების საფუძველზე.
3.2 ბრძანებით განსაზღვრული დროიდან წარმოიშობა შრომითი და სამართლებრივი ურთიერთობები.
3.3 შრომითი ურთიერთობა არის  დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება შრომის ორგანიზაციულ პირობებში, ანაზღაურების სანაცვლოდ.
3.4 შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით,განსაზღვრული ვადით.
3.5 შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს გამოსაცდელი ვადით,არა უმეტეს 6 თვისა.
3.6. სამუშაოზე მიღებისას  სკოლის დირექტორი დასაქმებულს აცნობს დამფუძნებელ დოკუმენტებს,სასკოლო სასწავლო გეგმას, სანიტარიის, შრომის ჰიგიენის, ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვის საკითხებს.

        

მუხლი  4. თანამშრომელთა უფლება-მოვალეობანი


4.1 თანამშრომელი უფლებამოსილია:

4.1.1 შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ მიიღოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაური.
4.1.2 ისარგებლოს შვებულებით
4.1.3 ფლობდეს ინფორმაციას თავისი  უფლებების/თავისუფლების/შეზღუდვების შესახებ.
4.1.4 თავისი უფლებების და თავისუფლების დასაცავად გაასაჩივროს მასწავლებლის, სკოლის  უკანონო ქმედებები.
4.1.5 გამოიყენოს სწავლებისა და კვლევის აკადემიური თავისუფლება იმ ფარგლებში, რომელიც არ ეწინააღმდეგება ეროვნული სასწავლო გეგმებისა და სკოლის სასწავლო გეგმით დასახული  მიზნების  მიღწევას.
4.1.6 აიმაღლოს კვალიფიკაცია

4.2 თანამშრომელი ვალდებულია:

4.2.1 შეასრულოს ის სამუშაო, რაც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით.
4.2.2 კეთილსინდისიერად შეასრულოს პროფესიული სტანდარტის,ეთიკის კოდექსით, წესდებით,შინაგანაწესით და სხვა შიდა სამსახურებრივი აქტებით განსაზღვრული მოვალეობანი,გაუფრთხილდეს  საკუთარსა და კოლეგის ღირსებას.
4.2.3 თავისი ქმედებით ხელი შეუწყოს სასწავლო პროცესის ფუნქციონირებას.
4.2.4 შინაგანაწესით განსაზღვრულ საათებში იმყოფებოდეს სამსახურში.ასევე ვალდებულია სკოლის სარეგისტრაციო ჟურნალში თავისი ხელმოწერით დაადასტუროს სამსახურში გამოცხადებისა და წასვლის დრო.
4.2.5 შრომის უუნარობის  / ავადმყოფობის  დროს წინასწარ ან იმავე დღეს გაკვეთილების დაწყებამდე  (15 წუთით ადრე მაინც)  შეატყობინოს სკოლის დირექტორს  სამუშაოზე გამოუცხადებლობის შესახებ და მოთხოვნის შემთხვევაში  წარმოადგინოს ზემოაღნიშნული  ფაქტის დამადასტურებელი საბუთი.
4.2.6 გაუფრთხილდეს სკოლის ქონებას, აღჭურვილობას, ინვენტარს, ხოლო მისი      მიზეზით  ქონების დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში იკისროს მატერიალური პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4.2.7 შრომითი ურთიერთობის ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში 15 დღით ადრე გააფრთხილოს  დირექტორი.
4.2.8 გამოცხადდეს სკოლაში პირველი გაკვეთილის დაწყებამდე 10 წუთით ადრე წავიდეს მისთვის ბოლო გაკვეთილის დამთავრებიდან 15 წუთის  შემდეგ
4.2.9 არდადეგების დღეებში დაიცვას დირექციის მიერ გამოცხადებული სამუშაო დროის გრაფიკი.
4.2.10 საჭიროების შემთხვევაში იმუშაოს შაბათ-კვირას. შრომის უუნარობის, ავადმყოფობის ან მსგავსი შემთხვევის დროს წინასწარ აცნობოს სკოლას და მოთხოვნის შემთხვევაში წარმოადგინოს  ამის დამამტკიცებელი საბუთი.წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლა უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს  ხელშეკრულება დასაქმებულთან (კვირეული სამუშაო დრო არ  უნდა აღემატებოდეს 41 სთ-ს, შესვენების გარეშე).

 

მუხლი 5.   სკოლის თვითშეფასება

5.1 მთელი სასწავლო წლის მანძილზე  უნდა ხორციელდებოდეს სასწავლო პროცესის შემოწმება და მისი შესაბამისობაში მოყვანა  ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების  და სხვა  ნორმატიულ  დოკუმენტებთან.
5.2 თვითშეფასების პროცესში მონაწილეობენ მასწავლებლები,მოსწავლეები, მშობლები.

მუხლი  6.     სამეურვეო საბჭო

6.1 სამეურვეო საბჭო  ირჩევა სამი წლის ვადით და წევრთა რაოდენობა განისაზღვრება  საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით.
6.2 სამეურვეო  საბჭო შედგება : 3 მშობლის, 3 მასწავლებლის და ერთი მოსწავლისაგან.
6.3 სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა ერთი წლით .
6.4 სამეურვეო საბჭო  მონაწილეობს  სკოლის მართვაში.

მუხლი  7.   სკოლის დირექტორი

7.1 ადამიანური რესურსების  მართვა

7.1.1 შეიმუშავებს საშტატო განრიგს
7.1.2 დებს შრომით ხელშეკრულებებს
7.1.3 უფლებამოსილია  მასწავლებელს  ვადამდე შეუწყვიტოს ხელშეკრულება   ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო  საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენისან კანონმდებლობით  გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში.

7.2 სასწავლო პროცესის  მართვა

7.2.1 ზედამხედველობს სკოლაში  მიმდინარე სასწავლო სააღმზრდელო პროცესს.
7.2.2 მონაწილეობს  პედაგოგიური საბჭოს  მიერ სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში.

7.3 შეიმუშავებს სკოლის ბიუჯეტს
7.4 კანონმდებლობის ფარგლებში  გამოსცემს სამართლებრივ აქტებს.
7.5 ამტკიცებს კლასის ხელმძღვანელებს
7.6 ამტკიცებს კათედრის გამგეებს
7.7 წარმოადგენს სკოლას მესამე პირთან ურთიერთობაში

მუხლი 8. დირექტორის მოადგილე  სასწავლო დარგში

8.1 ხარისხის მართვისა და ინოვაციის მენეჯერთან ერთად  განსაზღვრავს იმ სააღმზრდელო  პროგრამების ჩამონათვალს,რომლის შესრულებაც დაგეგმილია შესაბამის სასწავლო წელს.
8.2 შეიმუშავებს  მიმდინარე სასწავლო წლის სასკოლო სასწავლო გეგმას  და დასამტკიცებლად წარუდგენს დირექტორს.
8.3 ამტკიცებს თითოეული მასწავლებლის თემატურ და კალენდარულ გეგმას. 8.4.  ამტკიცებს დამრიგებელთა სამუშაო გეგმას

 

მუხლი 9. ხარისხის მართვისა და ინოვაციის მენეჯერი


9.1. ამზადებს (დირექტორის მოადგილესთან ერთად) მიმდინარე სასწავლო წლის სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამებს.
9.2 ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს კათედრების მუშაობას.
9.3 განიხილავს კათედრების სამოქმედო გეგმას
9.4 აძლევს მითითებებს და დავალებებს მასწავლებლებს და მოსწავლეებს.
9.5 შეიმუშავებს რეკომენდაციებს მასწავლებელთა (კვალიფიკაციის გათვალისწინებით) დატვირთვის შესახებ.
9.6 შეიმუშავებს რეკომენდაციებს ხარისხის ამაღლებისათვის.
9.7 ახორციელებს მონიტორინგს  მასწავლებელთა მუშაობაზე -  მოსწავლეთა სისტემატური ტესტირების გზით.

მუხლი 10. ფინანსური მენეჯერი

10.1 უზრუნველყოფს საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზაციას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 11. საგნობრივი კათედრები

11.1  ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად იქმნება საგნობრივი კათედრები ,სადაც ერთიანდებიან მონათესავე საგნების მასწავლებლები.
11.2 კათედრის გამგე აირჩევა წევრებს შორის ხმათა უმრავლესობით.
11.3 კათედრის გამგე ვალდებულია კათედრის წევრებთან შეთანხმებით შეადგინოს სამუშაო გეგმა,დასამტკიცებლად წარუდგინოს ხარისხის მართვის მენეჯერს და  შეასრულოს გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები.
11.4.  კათედრის გამგის ანაზღაურება დამოკიდებულია სკოლის ბიუჯეტზე.


მუხლი 12.  კლასის დამრიგებელი

12.1 კლასის დამრიგებელს ნიშნავს და ათავისუფლებს სკოლის დირექტორი
12.2 კლასის დამრიგებლის შრომის ანაზღაურება დამოკიდებულია  სკოლის ბიუჯეტზე და სასწავლო წლის დასაწყისში განსაზღვრავს დირექტორი ფინანსურ მენეჯერთან შეთანხმებით.
12.3 დამრიგებელი ვალდებულია იმყოფებოდეს კლასთან შესვენებების დროს.
12.4 დამრიგებელი ვალდებულია იმყოფებოდეს სკოლაში სადამრიგებლო კლასის გაკვეთილების დასრულებამდე.
12.5 დამრიგებელი ვალდებულია  ქონდეს სადამრიგებლო სამუშაო გეგმა და ამ გეგმის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები.
12.6 დამრიგებელი ვალდებულია ტრიმესტრში ერთხელ ჩაატაროს მშობელთა კრება.
12.7 დამრიგებელი ვალდებულია  კვირის ბოლოს შეიტანოს მონაცემები ელექტრონულ დღიურში და მშობელს მიაწოდოს  ელექტრონული ინფორმაცია შვილის ყველა ქმედებაზე.
12.8 დამრიგებელი ვალდებულია  გაუფრთხილდეს საკლასო ოთახს და ინვენტარს  და დაზიანების შემთხვევაში აანაზღაუროს ზარალი.
12.9 დამრიგებელი ვალდებულია  ფინანსურ მენეჯერთან ერთად    აკონტროლოს  სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების სწავლის ქირის გადახდები და საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროს გადასახადების მობილიზებაში.
12.10 დამრიგებელი ვალდებულია  მოსწავლის სკოლაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში  ფლობდეს ინფორმაციას  სკოლაში გამოუცხადებლობის მიზეზზე.

მუხლი 13.    საგნის მასწავლებელი

13.1 საგნის მასწავლებელად შეირჩევა მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პიროვნება.
13.2 საგნის მასწავლებელი ვალდებულია ფლობდეს გადასაცემი საგნის  სწავლების ინოვაციურ მეთოდებს,მუდმივად ზრუნავდეს  თვითგანათლებასა და საკუთარ  ხარისხობრივ ზრდაზე.
13.3 საგნის მასწავლებელი ვალდებულია  ითანამშრომლოს შესაბამის კათედრებთან.
13.4 საგნის მასწავლებელი ვალდებულია  ჰქონდეს  შესაბამისი საგნობრივი გეგმები.

მუხლი 14.  ტექნიკური პერსონალი

14.1 დირექტორის მოადგილე სამეურნეო დარგში


4.1.1   ხელმძღვანელობს სკოლის დამხმარე-მომსახურე პერსონალის (დამლაგებელი,დარაჯები და ა.შ.) მუშაობას
14.1.2  პასუხისმგებელია სკოლის უძრავ-მოძრავი ქონების მოვლა-პატრონობაზე და სასწავლო პროცესისათვის  აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების მოძიება-შეძენაზე.
14.1.3.  პასუხისმგებელია  შენობაში, ეზოში და მიმდებარე ტერიტორიაზე სანიტარული ნორმების უზრუნველყოფაზე.
14.1.4  პასუხისმგებელია ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების  ნორმების  უზრუნველყოფაზე

14.2. საინფორმაციო - საკომუნიკაციო  საქმეთა მენეჯერი


14.2.1. ხელმძღვანელობს სკოლისათვის საჭირო  საინფორმაციო -საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარებას.
14.2.2.  სკოლის მასწავლებლებისათვის, საჭიროების შემთხვევაში, ატარებს უფასო ტრენინგებს  ისტ-ს გამოყენებაზე.
14.2.3.  კოორდინაციას უწევს  სკოლის ინფორმაციული სისტემის (ვებ გვერდი, მოსწავლეთა მონაცემთა ბაზა და ა.შ.) განვითარებას.
14.2.4.  დახმარებას უწევს სხვა მასწავლებლებს ისტ-ს გამოყენებაში.
14.2.5.  დირექტორის დავალებით ამზადებს შესაბამის დოკუმენტაციას.

14.3 საქმეთა მმართველი

14.3.1 პასუხისმგებელია  სასკოლო დოკუმენტაციის (ბრძანებები,კადრების აღრიცხვის ფურცელი, შემოსული და გასული კორესპოდენცია)  წარმოებასა და შენახვაზე.
14.3.2 პასუხისმგებელია მასწავლებელთა და მოსწავლეთა პირადი საქმეების მოწესრიგებასა და შენახვაზე.
14.3.3 პასუხისმგებელია  სასკოლო ატესტატების შენახვა -გაცემაზე და ატესტატების წიგნის  წარმოებაზე.
14.3.4. საჭიროების შემთხვევაში ასრულებს დირექტორის დავალებებს.

მუხლი 15. ბიბლიოთეკის გამგე

 15.1 ხელმძღვანელობს სასკოლო ბიბლიოთეკის მუშაობას და პასუხისმგებელია წიგნადი ფონდის  მოვლა-პატრონობაზე.
15.2 დახმარებას უწევს მოსწავლეებს კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის შერჩევაში.

მუხლი 16. სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვის, კლასიდან-კლასში გადაყვანის    და  დათხოვნის პირობები

16.1.პირველ კლასში ჩაირიცხება მოქალაქე, რომელსაც  მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე უსრულდება 6  წელი.
16.2. სკოლაში ჩარიცხვა წარმოებს შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე:


ა)  განცხადება  სკოლის დირექტორის სახელზე
ბ)   დაბადების მოწმობა (დედანი)
გ)  ორი ფოტოსურათი (3x4)
დ)  მშობლის ( ან კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის      დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
ე)   სამედიცინო ფორმა № 26

16.3. მოსწავლის  სხვა სკოლიდან გადმოსვლის შემთხვევაში:


ა)    პირადი საქმე
ბ)    მიმდინარე შეფასება
გ)    ბრძანების ამონაწერი სკოლიდან ამორიცხვის შესახებ   

    
16.4. ყველა მოსწავლეზე  იხსნება პირადი საქმე, რომლის წარმოებაზე  პასუხისმგებელია კლასის ხელმძღვანელი და საქმეთა მმართველი.
16.5. მოსწავლეთა შეფასება ხდება ათ ბალიანი სისტემით
16.6 მოსწავლეთა კლასიდან კლასში გადაყვანა ხდება დადებითი (5 და მეტი) წლიური ნიშნების საფუძველზე
16.7 უარყოფითი (ოთხი და ნაკლები)  წლიური შეფასების ან მოსწავლისათვის შეუფერებელი საქციელის შემთხვევაში  მშობელს (კანონიერ წარმომადგენელს) ეძლევა წინადადება მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შესახებ.

  

მუხლი  17.  მოსწავლის  უფლება- მოვალეობანი

17.1. ყველა მოსწავლეს აქვს თანაბარი უფლება ისარგებლოს  სკოლის ბიბლიოთეკით, კომპიუტერული კაბინეტით, სპოტრული დარბაზით,კაბინეტებით.
17.2 მოსწავლე ვალდებულია დაემორჩილოს მოსწავლეთა ქცევის კოდექსს.
17.3 მოსწავლე ვალდებულია სისტემატიურად დაესწროს გაკვეთილებს და სკოლის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს
17.4 მოსწავლე ვალდებულია გაუფრთხილდეს სკოლის ქონებას.დაზიანების შემთხვევაში მოახდინოს ზარალის კომპენსაცია.

მუხლი  18.  გარდამავალი  დებულებები

 

18.1 შინაგანაწესი ძალაშია  პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე დამტკიცების შემდეგ.
18.2 ცვლილებების შეტანა შინაგანაწესში ხდება  დირექტორის წარდგინებით პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე.

 

 

 

 

 

 
2009 წელი