logo



გახდი წარმატებული მერმისთან ერთად !!!

შრომის ხელშეკრულება

შრომის ხელშეკრულება #
ქუთაისი 10 სექტემბერი 2015 წელი

$1 ხელშეკრულების მხარეები
ხელშეკრულება დადებულია მხარეებს შორის:
ერთის მრივ, შპს „სასწავლო ცენტრი მერმისი“ ს.ნ. 212702912 მისამართი: ქ.ქუთაისი.ზვიად გამსახურდიას პირველი შესახვევი N 8 ტელ.: 29 30 10 , ელ.ფოსტა ლაბასჰიდზე3@გმაილ.ცომ წარმოდგენილი დირექტორის ლალი აბაშიძის მიერ, შემდეგში: `დამსაქმებელი~
და
მეორეს მრივ, დემური ჯანელიძეს დაბ. 11.01.1949 პირადი # 60001026079 მისამართი: ქუთაისი,ლესელიძის მე-5 შეს. N 47 ტელ.: 599 426 526, შემდეგში: `დასაქმებული~.

$2 ხელშეკრულების საგანი
(1) ხელშეკრულების საგანია დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი ურთიერთობის მოწესრიგება.
(2) ამ ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული მიიღება სამეურნეო სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
(3) დასაქმებულის შრომით მოვალეობაა (შესასრულებელი სამუშაო):
1. უხელმძღვანელოს სკოლის დამხმარე-მომსახურე პერსონალის (დამლაგებელი, დარაჯები და ა.შ.) მუშაობას;
2. სკოლის უძრავ-მოძრავი ქონების მოვლა-პატრონობა და სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების მოძიება-შეძენა;
3. შენობაში, ეზოში და მიმდებარე ტერიტორიაზე სანიტარული ნორმების უზრუნველყოფა;
4. ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფა.

$3 სამუშაო დრო
(1) კვირის განმავლობაში სამუშაო დრო განისაზღვრება 6 დღიანი სამუშაო კვირის მიხედვით.
(2) კვირის განმავლობაში დასვენების დღეა კვირა და შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული უქმე დღეები.
(3) სამუშაო დღის ხანგრძლივობა მოიცავს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 8 სთ-ან სამუშაო პერიოდს, დღის განმავლობაში 1 სთ შესვენებით.
(4) ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით სამუშაო დღე იწყება 10:00 სთ-ზე და მთავრდება 18:00 სთ-ზე. ყოველ სამუშაო დღეს 13:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე შესვენების დროა. შაბათს სამუშაო დღე მთავრდება 15.00 სთ-ზე.
(5) სამუშაო დღის ანდა სამუშაო სთ-ების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო დამსაქმებელი უფლებამოსილია დასაქმებულს დაუკავოს ხელფასი გაცდენილი დროის შესაბამისად.

$4 მხარეთა უფლებები და მოვალეობები
(1) დამსაქმებელი ვალდებულია:
 შეუქმნას დასაქმებულს შრომის პირობები;
 განუსაზღვროს დასაქმებულს ფუნქციები;
 დაიცვას დასაქმებულის შრომითი უფლებები;
 გადაუხადოს დასაქმებულს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული შრომის ანაზღაურება.
(2) დასაქმებული ვალდებულია:
 კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული შრომითი მოვალეობები, შრომის კანონმდებლობით, ამ ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით განსაზღვრული მოთხოვნები;
 დაიცვას დამსაქმებლის წესდება, დამსაქმებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მისთვის მინდობილი დოკუმენტაცია;
 მიაწოდოს ინფორმაცია დამსაქმებელს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
 სამუშაოს შეუსრულებლობის გამომწვევი გარემოების არსებობისას წინასწარ ან დაუყოვნებლივ შეატყობინოს დამსაქმებელს მისი გამომწვევი მიზეზეზებისა და სავარაუდო დროის მითითებით;
 დაიცვას დამსაქმებლის შინაგანაწესი (მატერიალურ-ტექნიუკური ბაზის მოპყრობა, ოფიციალური დოკუმენტების გაცნობის წესი, ხელი არ შეუშალოს სხვა დასაქმებულებს, შრომითი პროცესის მიმდინარეობას და ა.შ.);
 ვადის გასვლის მიუხედავად დაიცვას დამსაქმებლის და იმ საწარმოს საიდუმლოება (მათ შორის, ფინანსური, საგადასახადო, კომერციული), რომელშიც ხდება მისი მივლინება;
 მოთხოვნისთანავე წარუდგინოს დამსაქმებელს მისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები.
(3) დამსაქმებელს უფლება აქვს დასაქმებულს მისცეს მითითებები. მითითება უნდა იყოს მართლზომიერი, კონკრეტული და შესრულებადი, წინააღმდეგ შემთხვევაში დასაქმებული არ არის ვალდებული შეასრულოს დამსაქმებლის მითითებები. თუ დამსაქმებლის მითითებების შესრულება ობიექტურად შეუძლებელია, მაშინ დასაქმებულმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ დამსაქმებელს და მოსთხოვოს მითითების შეცვლა. ცალკეულ შემთხვევებში დასაქმებულს უფლება აქვს დამსაქმებლის ინტერესების დაცვიდან გამომდინარე გადაუხვიოს მითითებებიდან, თუ დასაქმებულისათვის ამის შესახებ შეტყობინება ვერ ხერხდება ან შეტყობინებაზე დამსაქმებლისაგან პასუხი ვერ იქნა მიღებული.
(4) დასაქმებულის მიერ თავისი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებისას დამსაქმებელი უფლებამოსილია დასაქმებულის მიმართ გამოიყენოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი დისციპლინური ღონისძიებები (გაფრთხილება/რეკომენდაცია, საყვედური, ფულადი ჯარიმა ხელფასიდან დაკავებით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა და ა.შ.).
(5) დასაქმებულს არა აქვს უფლება დამსაქმებლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშეEმთლიანად ან ნაწილობრივ სხვას გადააკისროს შესასრულებელი სამუშაო.
(6) დასაქმებულს უფლება აქვს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს შვებულებით, სამუშაო დღის განმავლობაში შესვენებით, უქმე დღეებით.
(7) დასაქმებული ყოველწლიური 24 სამუშაო დღიანი შვებულებით ისარგებლებს უწყვეტად შრომითი უფლებამოსილების შესრულებიდან 11 თვის შემდეგ. შვებულებაში გასვლა თანხმდება დამსაქმებელთან.

$5 უფლებები ნაშრომზე
(1) ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოს შესრულების შედეგად შექმნილი ნებისმიერი ნაშრომი, ანგარიშები ან სხვა მასალები, გრაფიკული, პროგრამული ან სხვაგვარი, რომელიც დასაქმებულის მიერ იქნა მომზადებული, რჩება დამსაქმებლის საკუთრებაში.
(2) შრომითი ურთიერთობის შედეგად შექმნილ ნაშრომებზე თუ სხვა პროდუქტებზე საავტორო უფლება ეკუთვნის დამსაქმებელს.

$6 სახელშეკრულებო ვადა
(1) ხელშეკრულება ძალაშია მხარეთა ხელმოწერის დღიდან.
(2) დასაქმებული სამუშაოზე მიიღება განუსაზღვრელი ვადით.

$7 შრომის ანაზღაურება
(1) დასაქმებულს ეძლევა შრომის ანაზღაურება (ხელფასი) თვეში 250(სიტყვიერად: ორასორმოცდაათი) ლარი.
(2) დამსაქმებელი დასაქმებულს ხელფასიდან უკავებს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ საშემოსავლო გადასახადს და რიცხავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც ამ ხელშეკრულების დადების დროისათვის შეადგენს 20%.
(3) დამსაქმებელი ვალდებულია შრომის ანაზღაურება გადაუხადოს დასაქმებულს შესაბამისი კალენდარული თვის ბოლოს, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვისა.
(4) ხელშეკრულების შეწყვეტისას ანაზღაურება განისაზღვრება შეწყვეტამდე შესრულებული სამუშაოს შესაბამისად, კერძოდ, ერთი თვის შრომის ანაზღაურება იყოფა შესაბამისი თვის სამუშაო დღეების საერთო რიცხვზე, დადგინდება საშუალო და დასაქმებულზე ანაზღაურება გაიცემა შეწყვეტამდე ნამუშევარი დღეების შესაბამისად.
(5) შრომის ანაზღაურება გაიცემა უნაღდო ანგარისწორებით.

$8 პრემია
შრომითი მოვალეობების კეთისინდისიერად და ზედმიწევნით შესრულებისათვის დამსაქმებლის მიერ შიძლება გამოყენებულ იქნეს დასაქმებულის მატერიალური წახალისების ღონისძიება _ პრემიის გაცემა ფულადი ან/და ნატურალური სახით.

$9 ხელშეკრულების შეწყვეტა
(1) ხელშეკრულება მხარეთა შეთანხმებით შეიძლება ნებისმიერ დროს შეწყდეს.
(2) ხელშეკრულება წყდება ვადის გასვლის შედეგად.
(3) დამსაქმებელს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება შემდეგ შემთხვევებში:
 დასაქმებულმა არ შეასრულა ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება;
 დასაქმებულმა დაარღვია შრომითი პირობები;
 სამსახურის სტრუქტურული რეორგანიზაცია. ამ შემთხვევაში ხელშეკრულება შეწყვეტილად ითვლება სტრუქტურულ რეორგანიზაციაზე შესაბამისი დოკუმენტის დასაქმებულისათვის გაცნობიდან ერთი თვის შემდეგ.
(4) დასაქმებულს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება შემდეგ შემთხვევებში:
 პირადი განცხადებით. ამ შემთხვევაში ხელშეკრულება შეწყვეტილად ითვლება განცხადების დამსაქმებლისათვის გადაცემიდან ერთი თვის შემდეგ, თუ დამსაქმებელმა უფრო ადრე არ განაცხადა თანხმობა ან არ გამოსცა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტაზე შესაბამისი წერილობითი დოკუმენტი;
 დამსაქმებელი არ უხდის შეთანხმებულ ანაზღაურებას;
 დამსაქმებელი არ უქმნის შრომის კანონმდებლობით განსაზღვრულ პირობებს. შრომის კანონმდებლობით განსაზღვრულ პირობები მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს ცალმხრივი შეწყვეტის საფუძველი, როცა ასეთი პირობის არარსებობის ან მისი ნაკლის შესახებ დასაქმებული აცნობებს დამსაქმებელს და იგი არ იქნება აღმოფხვრილი შეტყობინებიდან ერთი თვის განმავლობაში.
(5) ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვეტილად ითვლება მეორე მხარისათვის ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინებით.
(6) ხელშეკრულების შეწყვეტის სხვა საფუძველი განისაზღვრება შრომის კანონმდებლობით.

$10 მხარეთა პასუხისმგებლობა და დავის გადაწყვეტა
(1) თითოეული მხარე პასუხს აგებს ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობისათვის.
(2) თითოეული მხარე ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება, თუ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის (ფორს-მაჟორული გარემოებები) ან მეორე მხარის ბრალის შედეგად.
(3) დაუძლეველი ძალად მიიჩნევა ისეთი ფაქტის ან გარემოების არსებობა, რის გამოც ხელშეკრულების მხარე ვერ ასრულებს ვალდებულებას, კერძოდ:
 ხანძარი ან აფეთქება, წყალდიდობა, სტიქიური უბედურება;
 სამხედრო მოქმედება, აჯანყება, არეულობა, სამოქალაქო ომი.
(4) თითოეული მხარე ვალდებულია მეორე მხარეს წერილობითი ფორმით დაუყოვნებლივ შეატყობინოს დაუძლეველი ძალის არსებობის შესახებ, რის გამოც იგი ვერ ახერხებს ნაკისრი ვალდებულების შესრულებას.
(5) თუ დაუძლეველი ძალის არსებობა გრძელდება 1 (ერთ) თვეზე მეტ ხანს, მაშინ ხელშეკრულება ითვლება შეწყვეტილად, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. ასეთ შემთხვევაში მხარეებმა ერთმანეთის წინაშე უნდა შეასრულონ ის ვალდებულებები, რაც დაუძლეველი ძალის წარმოშობამდე არსებობდა.
(6) ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავა მხარეებს შორის წყდება შეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში კი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ.

$11 დამატებითი პირობები
(1) შრომითი ურთიერთობა, რომელიც არ არის მოწესრიგებული ამ ხელშეკრულებით, წესრიგდება საქართველოს შრომის კოდექსით და დამსაქმებლის მიერ დადგენილი შრომის შინაგანაწესით.
(2) შრომის შინაგანაწესი მიიჩნევა ამ ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად.
(3) წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ორ ეგზემპლარად, რომელთაც აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა. ხელშეკრულების თითო ეგზემპლარი გადაეცემა მხარეებს.
(4) ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა ხდება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წერილობითი ფორმით ახალი ხელშეკრულების დადებით.
$12 მხარეთა ხელმოწერა

(1) დამსაქმებელი (2) დასაქმებული

——————————–
—————————–